კახა კალაძე: “22 დეკემბერს ყველამ ერთად ავანთოთ ნაძვის ხე”

კახა კალაძე: "22 დეკემბერს ყველამ ერთად ავანთოთ ნაძვის ხე"თბილისში საახალწლო ნაძვის ხეს რესპუბლიკის მოედანზე დგამენ, მისი ანთების ღონისძიება კი 22 დეკემბერსაა დაგეგმილი.

თბილისის მერი, კახი კალაძე დედაქალაქის მოსახლეობას, 22 დეკემბერს, როგორც თავად ამბობს, შთამბეჭდავ სანახაობას პირდება და ყველას მოუწოდებს საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა.

“ახლა ვიმყოფებით რუსთაველზე კონკრეტულად რესპუბლიკის მოედანზე, სადაც მიმდინარეობს ნაძვის ხის მონტაჟი. აქვე იქნება განთავსებული საახალწლო სოფელი და საკმაოდ საინტერესო იქნება ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაც, რომელიც 22-ში გაიმართება. დროს ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ, რომელ საათზე იქნება საღამოს.  მინდა მოვუწოდო ყველას: პატარებს, დედებს მამებს, ბებიებს ბაბუებს, მობრძანდნენ და წამოიყვანონ თავიანთი შვილები, შვილიშვილები და ერთად ავანთოთ, საახალწლო ნაძვის ხე 22 რიცხვში.

ჩვენ დაგეგმილი გვქონდა ძალიან მასშტაბური ღონისძიება ნაძვის ხის ანთების, მე ამაზე მთავრობის სხდომაზე ვისაუბრე. სიურპრიზად დატოვება მინდოდა, თუმცა იმ პროექტის განხორციელება, სამწუხაროდ არ გამოგვივიდა, დრო არის დარჩენილი ძალიან ცოტა, ტექნიკურადაც შეუძლებელი იქნებოდა განხორციელება. თუმცა 22-ში რასაც გავაკეთებთ, მართლაც შთამბეჭდავი და საინტერესო იქნება, არასდროს არ ყოფილა ასეთი ღონისძიება და მგონია,რომ საკმაოდ საინტერესო იქნება”,- განაცხადა კახა კალაძემ.

პრაიმ ტაიმი