,,გული ხელით გვიჭირავს ამდენი დაპირისპირების, დაძაბულობის, სტრესის ქვეს” – ნინო ლომჯარია

,,გული ხელით გვიჭირავს ამდენი დაპირისპირების, დაძაბულობის, სტრესის ქვეს" - ნინო ლომჯარიაომბუდსმენი ნინო ლომჯარია ნიკა რურუას გარდაცვალებას ფეისბუქით ეხმაურება:

,,ძალიან სამწუხარო ამბავია, ძალიან დამწყდა გული, არ შეიძლება ასეთი ურთიერთთავდასხმების და პოლარიზების რეჟიმში ცხოვრება, წარმოუდგენელია, ვერ გავუძლებთ…

იქნებ ყველა დაფიქრდეს ამაზე, სანამ ერთმანეთს გავიმეტებთ, თუნდაც სიტყვებით, რომ შეიძლება ვინმეს გული გაუსკდეს… ჩემ გარშემო ყველა ასეა, ვინც საჯარო ცხოვრებაშია ჩართული, “იმ ბანაკში”, “ამ ბანაკში” თუ “შუაში”, გული ხელით გვიჭირავს ხშირად ამდენი დაპირისპირების, დაძაბულობის, სტრესის ქვეშ…”.