,,გირჩი” ზურაბ ჯაფარიძეს მეკვლედ აქირავებს – აუქციონი 31 დეკემბერს დასრულდება

,,გირჩი" ზურაბ ჯაფარიძეს მეკვლედ აქირავებს - აუქციონი 31 დეკემბერს დასრულდება,,გირჩი” აუქციონს ამჯერად საახალწლოდ გამართავს. პარტია ზურაბ ჯაფარიძეს ახალი წლის ღამეს  მეკვლედ აქირავებს. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.

,,31 დეკემბრის ღამით მეკვლედ ვაქირავებთ ჯაფარას. მიიღეთ მონაწილეობა აუქციონში.

პ.ს. ჰუმანიტარებისთვის: შეამხანაგების შემთხვევში გამარჯვების შანსი იზრდება”, – წერია ,,გირჩის” ფეისბუქგვერდზე.

აუქციონის წესების მიხედვით, ჯაფარიძე სულ ხუთ ადამიანს ესტუმრება. ჯერჯერობით  ყველაზე მაღალი ფსონი 35 ლარია. აუქციონი შეწყდება 31 დეკემბერს, 23:30 საათზე. 23:45 საათზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული.

პირველ გამარჯვებულთან ჯაფარიძე მივა 01:00-დან 02:00 შუალედში;
მეორე გამარჯვებულთან ჯაფარიძე მივა 02:00-დან 03:00-მდე;
მესამე გამარჯვებულთან ჯაფარიძე მივა 03:00-დან 04:00-მდე.
,,ჯაფარას სტუმრად მისვლა შესაძლებელია მხოლოდ თბილისის ფარგლებში. P.S გამონაკლისია ბიძინა ივანიშვილთან სტუმრობის შემთხვევაში”, — ამბობენ პარტიაში.