დედამ წლინახევრის შვილი ლოგინში გარდაცვლილი იპოვა

დედამ წლინახევრის შვილი ლოგინში გარდაცვლილი იპოვაუბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. წლინახევრის შვილი დედამ ლოგინში გარდაცვლილი იპოვა. არსებული ინფორმაციით, ქალმა ბავშვი თავად დააძინა და რამდენიმე საათში მას შვილი გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევა 21 დეკემბერს თემქაზე მოხდა.

მომხდარს ადასტურებენ შს სამინისტროში. როგორც “ნიუპოსტს” უწყებაში განუცხადეს, გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლით მოსპობას გულისხმობს.
რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზს, ამის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

ნიუპოსტი