,,ბეკინას ყველაზე მეტად ის სიამოვნებდა, რომ ბებერი იყო” – სასკოლო მარგალიტები

,,ბეკინას ყველაზე მეტად ის სიამოვნებდა, რომ ბებერი იყო'' - სასკოლო მარგალიტები,,ჩვენი სისხლი რომ ლაპარაკობდეს, მოგვიყვებოდა როგორები იყვნენ ჩვენი წინაპარები და რატომ არის მხოლოდ ჩემს სანათესავოში ერთი სისხლის ადამიანები და სხვებში – ბევრნაირი”.

მე-7 კლასი

,,ბეკინას ყველაზე მეტად ის სიამოვნებდა, რომ ბებერი იყო და მაინც ქალი უნდა მოეტაცებინა თავისთვის”.

მე-8 კლასი

,,ალექსანდრე ყაზბეგს ბავშვობაში კარგი განათლება ჰქონდა მიღებული და ცხვარებთან ადგებოდა ფრანგულად ლაპარაკის დროს”.

მე-5 კლასი

,,მარტივი წინადადებები მარტივად და სწრაფად იკითხება. რთული კი უფრო დიდი და გაუგებარია”.

მე-6 კლასი

,,ვფიქრობ, რომ მერის ზურიკოს დაწერილი წერილი არ მოეწონებოდა, რადგან ჯერ ოლღა ბებიამ წაიკითხა და, თან ძალიან გულახდილად იყო დაწერილი. სიყვარულის ახსნას თუ ცალკე ახსნა-განმარტება დასჭირდა, რაღა გამოვიდა?!”

მე-7 კლასი

,,აქამდე იმიტომ კი არ მოვედით და მოვაღწიეთ, რომ მტერს ფელამუშით და ჩურჩხელებით ვეგებებოდით, არამედ იმიტომ, რომ ხმალს ვლესავდით და მერე ვჩეხავდით”.

მე-6 კლასი

,,გაფურჩქნული ძიძია ლამაზი იყო და დაკოკრებული თხელი ტუჩები ჰქონდა”.

მე-8 კლასი

სარკისთვის შეკრიბა რუსუდან ადვაძემ