ათეულობით ადამიანი ახალ წელს უმუშევარი დარჩება – ,,მერია იწყებს სადამსჯელო ღონისძიებას”

ათეულობით ადამიანი ახალ წელს უმუშევარი დარჩება - ,,მერია იწყებს სადამსჯელო ღონისძიებას"ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. მერიის ყველა თანამშრომელს განცხადება დაურიგდა, სადაც აღნიშნულია, რომ ერთ თვეში მერიაში რეორგანიზაცია დასრულდება და შესაძლოა მათი შტატები გაუქმდეს.
მომხდარს ეხმაურებიან ,,ევროპული საქართველოს” წევრები. პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელძმღვენელის თქმით, ათეულობით ადამიანი ახალ წელს სამსახურის გარეშე შეხვდება.

-მერიაში დაიწყო რეორგანიზაცია. არაა გამორიცხული, ე.წ. შავ სიაში რიგით თანამშრომლებთან ერთად ჩინოსნები მოყვნენ. მერია იწყებს სადამსჯელო ღონისძიებას და ამაზე უკვე გააკეთა განცხადება ზოგიერთმა თანამდებობის პირმა. მერიაში მართლაც საჭიროა რეორგანიზაცია, მაგრამ არა პოლიტიკური ნიშნით. ამასთან მერიაში აპირებენ ხელფასების გაზრდას, – განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

ქუთაისის მერია რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
 ტოპნიუს.ჯი