ზურაბ ყიფშიძე: ,,ნაცმოძრაობის გამარჯვების წარმოდგენაც არ მინდა, შეიძლება გული გამისკდეს”

ზურაბ ყიფშიძე: ,,ნაცმოძრაობის გამარჯვების წარმოდგენაც არ მინდა, შეიძლება გული გამისკდეს"მსახიობი ზურაბ ყიფშიძე თავის პოლიტიკურ არჩევანზე ,,კვირის პალიტრასთან” საუბრობს:

– გავიხსენებ სხვა­დ­ასხვა სტატიიდან ფრაზებს. მამაჩემს ხელფასი­ არ ჰყოფნისო, – გიორგიმ… ზურამ ბინა დაკარგაო…­ ამის შემდეგ საზოგადო­ების ნაწილს გაუკვირდა, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა შორის რომ გიხილათ.
– კანდიდატთა შორის ჩემთვის სალომე ზურაბ­­იშვილი ყველაზე მისაღები იყო. ჩვენი ქვეყნის 80% უნდა ააყვ­ავო ისე, რომ ის 20% თვითონ შემოგიერთდეს. ამას სჭირდება  “დრეკადი” პოლიტიკოსი. ასეთად მიმაჩნია ეს ქალბატონი, აღარაფერს ვიტყვი მის გარეგნობასა და წინაპ­რებზე. ბინის ამბავი კი არანაირად არ არის დაკავშირებული არჩევნებსა და პოლიტიკასთან. არავინ დამპირებია, რომ ბინას დამიბრუნებს. შევიტანე საჩივარი სასამართლოსა და პოლიციაში. ჩემი ცოლია მოტყუებული! რაც მოხდა, ჩემი ბრალია?

– ჩემი ცოლი მოტყუებულიაო. რატომ?
– ჩემმა­  ქალიშვილმა­ და ცოლმა ახალგაზრდებს მიაქირავეს­ ფართობი, ისინიც ადგნენ და დაუკი­თ­ხავად ჩადეს იპოთეკაში, ის ფული კი დახარჯეს… მერე სხვა ფინანსურ დაწესებულებებში გადაიტან-გადმოიტანეს. მერე ერთ-ერთმა დამქირავებელმა თავი მოიკლა,­ ცოცხალი კი ყველაფერს გარდაც­ვლილს აბრალებს, არადა, თვითონ აქვს ხელი მოწერილი საბუთებზე.
იურისტები მეუბნებიან, ბევრი დეტალია ხელმოსაკიდი, თუმცა ხანგრძლივი პროცესი იქნებაო.

– ხილიანის ბინაზეა ლაპარაკი?
– არა, ეს ბინა ჩემს ცოლსა­ და მის დას მამამისმა დაუტოვა. ყოფილი მხატვართა სახლის უკან, გუდიაშვილის სახლი რომ იყო, ის სადარბაზოა…
ახლა დავუბრუნდეთ ისევ ქალბატონ სალომეს… შემრცხვა­ მათ მაგივრად, ვინც ქართული დაუწუნა. მერე რა, რომ ლევან ბერძენიშვილივით მჭევრმეტყველი არ არის. ბატონ ლევანს დიდ პატივს­ ვცემდი, მაგრამ გამაგიჟა, როცა ეს ნაბიჯი გადადგა და ვაშაძის მხარდამჭერებში აღმოჩნდა…

ამას წინათ, დილაუთენია, მირე­კავს ქალბატონი, პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშ­აძემ თქვა, თეატრები დოტაც­იაზე არ უნდა იყოს, თავი თვითონ­ შეინახონო. თუ მართლა ასე ამბობს,­ დეგენერატი ყოფ­ილა-მეთქი. ამან კი არ დაწერა­ პირდაპირ?­ ვაშაძეს მეუღლე მაინც არ ჰყავდეს ხელოვანი, მან ხომ კარგად იცის, რაც ხდება თეატ­რში?!

ფეხბურთელ­ებს რატომ ვაძლევთ ფულს, მაინც ცუდად თამაშობენო, ამბობს კაცი, რომელსაც პრეზიდენტობაზე აქვს პრეტენზია. როგორ შეიძლება იყო იმ პარტიის გულშემატკივარი,­ რომელსაც ასეთი კაცი ჰყავს კანდიდატად. “ნაცმოძრაობის” ადგილას­ საერთოდ არ გამო­ვჩნდებოდი­. ვაშაძემ – პირველად რასაც გავაკეთებ, შევიწყალებ სააკაშვილს და დანარჩენებსო. რა უნდა ელაპარაკო ახლა მაგას!.. საგიჟეთში მაინც დააწვინონ ეს კაცი, ავად არის აშკარად.

– დავუშვათ, გაიმარჯვა “ნაცმ­ოძრაობის” კანდიდატმა. როგორ განვითარდება მოვლენები?
– აუჰ… ან უნდა გაუყვე კუდიგორის გზას, ან კიდევ ომობანა, დაპირისპირება დაიწყოს. წარმოდგენაც არ მინდა, შეიძლება გული გამისკდეს. სხვა რომ არაფერი, სირცხვილია! სააკაშვილის რეჟიმის მობრუნება დაუშვებელია!
მე სალომე ზურაბიშვილის გა­მ­არჯვების მჯერა! დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოცვას – ვნახოთ, როგორი გუნდი შეიკვრება. დღეს “ქართული ოცნების” გუნდი “ჭრიჭინებს”. შეცდ­ომებში, გაურკვევლობასა და ბურუსში ვიყავით და ამას არც მალავენ… უნდა დავწყნარდეთ, დავისვენოთ. ჩვენ კი არ ვცხოვრობთ, პოლიტიკით ვართ შეპყრობილი.
ვერ დავალაგეთ ქვეყანა და გაუთავებელ მოლოდინსა და გარდამავალ პერიოდში ვართ.

კვირის პალიტრა