ვირუსით გარდაცვლილი ჩვილის დედა: ,,ნუ კოცნით სხვის შვილებს!”

ვირუსით გარდაცვლილი ჩვილის დედა: ,,ნუ კოცნით სხვის შვილებს!"აშშ-ში, ტეხასში 12 დღის ბავშვი HSV-1 ვირუსით გარდაიცვალა. ახალშობილის დედამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს გარშემომყოფების გამო მოხდა.

„ადამიანებო! შეწყვიტეთ იმ ბავშვების კოცნა, რომლებიც თქვენი არაა!

ჩემი შვილი გარდაიცვალა ჰერპესის ვირუსით, რომელსაც ჩვილების შემთხვევაში, „სიკვდილის კოცნასაც“ უწოდებენ.

ზრდასრულებისთვის ეს დიდი გამოწვევა არაა, მაგრამ ჩვილებისთვის, რომელთაც არ აქვთ განვითარებული იმუნური სისტემა, ეს ფატალურია. როცა ვინმე დავირუსებული კოცნის ჩვილს, ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება.

ვირუსით გარდაცვლილი ჩვილის დედა: ,,ნუ კოცნით სხვის შვილებს!"შეიძლება, გქონდეთ ვირუსი და ამის შესახებ არც იცოდეთ.

ყველამ უნდა გაიგოს, რა არის ეს ვირუსი და რას უშვება ის ბავშვებსა და მათ ოჯახებს.

დედები არასდროს არ უნდა მარხავდნენ საკუთარ შვილებს. მე ვუყურებდი, როგორ კვდებოდა ჩემი შვილი და ახლა მიწევს, სიცოცხლე მის გარეშე გავაგრძელო“, – დაწერა გარდაცვლილი ბავშვის დედამ.

HSV-1 ან HSV-2-ის ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს პირის ღრუს, გენიტალური და თვალის წყლულები. პირველი ეპიზოდი ვლინდება HSV-ით ინფექციის დასაწყისში, რომლის დროსაც ადამიანს არ აქვს „ანტისხეულოვანი პასუხი“.  ვირუსისთვის წინააღმდეგობის გაწევა განსაკუთრებით ბავშვებს უჭირთ.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018