,,ვაშაძისთვის ეს უმძიმესი თემაა, ამიტომაც ,,დაარტყეს” სუსტ ადგილას” – ნანუკა ჟორჟოლიანი

,,ვაშაძისთვის ეს უმძიმესი თემაა, ამიტომაც ,,დაარტყეს” სუსტ ადგილას” - ნანუკა ჟორჟოლიანიპრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა, თეიმურაზ გორჯესტანმა გრიგოლ ვაშაძის შვილი, ნოდარ ვაშაძე, დებატებში გამოიწვია. როგორც თეიმურაზ გორჯესტანმა 21 ნოემბერს სტუდენტებთან შეხვედრისას თქვა, რომ მას აინტერესებს, სად არის ნოდარ ვაშაძე. მის ამ განცხადებას დიდი აჟიოტაჟი და კრიტიკა მოჰყვა.

ტელეჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა.

,,გრიგოლ ვაშაძის შვილი ვერ მიიღებს ვერანაირ დებატებში მონაწილეობას. ჩემი მხრიდან მიზებზე საუბარი იქნება უკიდურესად არასწორი, მაგრამ ნიკამ იცის ეს მიზეზები და ისიც, რომ ვაშაძისთვის ეს უმძიმესი თემაა. ისევე, როგორც იციან ქოცებმა და ამიტომაც ,,დაარტყეს” ადამიანურად სუსტ ადგილას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს.

მეც ძალიან გავბრაზდი, როცა მივხვდი, სად ისროდა ქვებს ზურაბიშვილის ბიჭი. ამიტომაც არ მიკვირს ნიკას გუშინდელი რეაქცია. მე უარესი მქონდა და ვინც მიზეზს გაიგებთ, კიდევ უფრო უარესი გექნებათ. თორემ სხვის პირადზე რომ არ უნდა ვილაპარაკოთ, ვინ და გვარამიამ იცის, რომელსაც ნახევარქათამას სარეკლამო და მუსიკალურ კლიპებში ეძახიან.

ნიკას ორივე შვილი ზუსტად ისე უყურებს ამბავს ,,ნახევარქათამა” მამაზე, როგორც სალომე მის შვილს უყურებდა, როცა ვაშაძის ბიჭს ,,დოღზე” ითხოვდა, მაგრამ პროტესტი არ გასჩენია – არც ქალური, არც დედური.

იქნებ, ერთხელაც ისე გავბრაზდეთ, რომ ერთმანეთის პირადი სივრცეები წინასაარჩევნოდ კი არა, საერთოდ დავივიწყოთ, ოღონდ ყველამ, ორივე მხარემ”, – აცხადებს ჟორჟოლიანი.