თბილისში გოლიათი გოგო დაიბადა – ,,სახლში თავისი ფეხით წავა”

თბილისში გოლიათი გოგო დაიბადა - ,,სახლში თავისი ფეხით წავა"თბილისში გოლიათი გოგონა დაიბადა. ინფორმაციას და შესაბამის ფოტოს სოციალურ ქსელში “დედების ოფიციალური კლუბი” ავრცელებს:

,,გაიცანით ჩვენი გოლიათი გოგონა, ლიკა, რომელიც მეან-გინეკოლოგ, მანანა მახარაძის დახმარებით, საკეისრო კვეთის შედეგად მოევლინა სამყაროს! ქალბატონი ლიკა იწონის 5,100 გრამს და სიმაღლით 53 სმ-ია. აპირებს, რომ მალე სკოლაში წავიდეს და სახლშიც რა თქმა უნდა თავისი ფეხით წავა”.

ნიუპოსტი