თაკო ჩარკვიანი ბაკურ ბაკურაძეს: ,,შენ რომ უნდა გაასახლო, იმ საქართველოს რა ვუთხარი”

თაკო ჩარკვიანი ბაკურ ბაკურაძეს: ,,შენ რომ უნდა გაასახლო, იმ საქართველოს რა ვუთხარი"ბაკურ ბაკურაძემ, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სიამოვნებით გადაასახლებდა იმ 42 პროცენტს, რომელმაც გრიგოლ ვაშაძეს მისცა ხმა. მას ასევე სოციალური ქსელით პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა უპასუხა:

,,ბაკურ! იმ საქართველოს რა ვუთხარი, შენ რომ ირმა გიგანი, მამუკა ჩარკვიანი, თაკო ჩარკვიანი, ჩემი მეგობრები, ახლობლები, ნაცნობები, მუსიკოსები, მხატვრები, მწერლები, თამარ ივერი, ანიტა რაჭველიშვილი, რუსუდან ფეტვიაშვილი, ლიზა ბათიაშვილი, ნინო ანანიაშვილი, პაატა ბურჭულაძე, ხატია ბუნიათაშვილი, ნინო სუხიშვილი, ბექა გოჩიაშვილი და ვინ მოთვილის, აი შენ რომ უნდა გაასახლო, იმ საქართველოს რა ვუთხარი და კიდევ იცი, რა? მართლა ფიქრობ და ასეთი ცუდი წარმოდგენა გაქვს საქართველოზე, რომ ოდესმე ამ სიამოვნებას მოგანიჭებს?

რა ,,საყვარლად” ცდები ბიჭუნა. შეეცადე, ჩემი რჩევაა, ასეთი სიბინძურეები არ დაწერო. შენ რომ გგონია, ისე ,,ია-ვარდებით” არ გეგონოს სიტყვების სროლა, ყმაწვილო. პასუხისმგებლობაა დიდი, ეს რუსეთი არ არის, საბედნიეროდ! გასახლებისთვის ვერ გაგიმეტებ, აი, ყურს კი  ნამდვილად აგიწევდი, ამ სიბრიყვისთვის!”.