სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა

სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა„ბათუმელების“ ინფორმაციით, მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ ინიშნება. ინფორმაცია დაგვიდასტურა სოფო ხალვაშმაც. ის „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ შემოთავაზება უშუალოდ ბათუმის მერისგან, ლაშა კომახიძისგან მიიღო.

ბათუმის მერს  აქამდე ერთი მოადგილე ჰყავდა და ერთი ვიცემერი. მეორე მოადგილის ადგილი რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკანტური იყო.

სოფო ხალვაში აქამდე აჭარის ტელევიზიაში, დილის გადაცემის წამყვანად მუშაობდა. მომღერალმა თავისი მხარდაჭერა პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ჯერ კიდევ არჩევნების პირველი ტურის წინ გამოხატა – მან ზურაბიშვილის მხარდამჭერ კონცერტზე 25 ოქტომბერს იმღერა.

სწორედ ამის გამო სოფო ხალვაშის მიმართ აჭარის ტელევიზიამ დისციპლინური წარმოება დაიწყო და მომღერალს მაუწყებლის ქცევის კოდექსის დარღვევისთვის საყვედური გამოუცხადეს.

ბათუმელები

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018