როგორ ცხოვრობდა ცხინვალი ომამდე ერთი წლით ადრე – ,,სარკის” რეპორტაჟი საქართველოს უძველესი ქალაქიდან – 2007 წელი, ივნისი

როგორ ცხოვრობდა ცხინვალი ომამდე ერთი წლით ადრე - ,,სარკის” რეპორტაჟი საქართველოს უძველესი ქალაქიდან - 2007 წელი, ივნისიცხინვალში ქართველი ჟურნალისტების შეღწევა სპეციალური მიწვევის გარეშე შეუძლებელია. სეპარატისტული მთავრობა ქართველ ჟურნალისტებს მხოლოდ მაშინ იწვევს, როცა ქართული მხარისადმი ულტიმატუმების წაყენების ხასიათზე დგება. მასმედიის წარმომადგენლების მარშრუტიც მკაცრად აქვთ განსაზღვრული.

მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, “სარკემ” უძველეს ქართულ ქალაქში შეღწევა კონსპირაციულად მაინც მოახერხა. ბუნებრივია, სეპარატისტებისთვის არც ჩვენი გადაადგილების მარშრუტები შეგვითანხმებია. იმ დღეებში ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას ოთხი ქართველი მძევალი ჰყავდა აყვანილი, ამიტომ კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრებული იყო. სიტუაციას ისიც ამწვავებდა, რომ მავანთა მიზეზით სამაჩაბლო უწყლოდ იყო დარჩენილი.

ცხინვალისკენ ფეხით გავემართეთ. ყოველ წუთს შეიძლებოდა ცხინვალის სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს შევემჩნიეთ და დაპატიმრება არ აგვცდებოდა. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ქალაქის კონტურები გამოჩნდა. ყოველი ნაბიჯი ცხინვალთან გვაახლოებდა და მონატრებული ქალაქის ნახვის სურვილიც უფრო და უფრო გვემატებოდა… ქალაქში მშვიდობით შევაღწიეთ.

,,230 წელი რუსეთთან ერთად” – წარწერა ცხინვალის ცენტრში

როგორ ცხოვრობდა ცხინვალი ომამდე ერთი წლით ადრე - ,,სარკის” რეპორტაჟი საქართველოს უძველესი ქალაქიდან - 2007 წელი, ივნისიცხინვალი მთების შუაში მოქცეული ქალაქია. გადმოცემით, ამ ადგილას ბევრი რცხილა ხარობდა, ამიტომ მას რცხინვალს უწოდებდნენ. მოგვიანებით კი სახელწოდება რცხინვალი ცხინვალით შეიცვალა.

ოსების ისტორიული სამშობლო ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარეობს. საქართველოსა და ოსეთს შორის ბუნებრივი საზღვარი, კავკასიონის ქედი გადის. ტერმინი ,,სამხრეთ ოსეთი” ლენინურ-ნაციონალური პოლიტიკის ნაყოფია.

1918-21 წლებში, როცა საქართველო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის იბრძოდა, ბოლშევიკური რუსეთი ოსების გარკვეულ ჯგუფს ეროვნული ხელისუფლების დასამხობად აქტიურად იყენებდა. მათ აჯანყებაც კი მოაწყვეს, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ აჯანყების შეჩერება შეძლო.

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1922 წლის 20 აპრილს, საბჭოთა ხელისუფლებამ შექმნა ,,სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი” საქართველოს შემადგენლობაში. მანამდე ოსებს საქართველოში არავითარი ეთნოპოლიტიკური ან ეთნოტერიტორიული ერთეულები არ ჰქონდათ. ამ ოლქის დედაქალაქად ცხინვალი გამოაცხადეს, სადაც მე-19 საუკუნის დასაწყისში ოსები საერთოდ არ ცხოვრობდნენ. ცხინვალის დედაქალაქად გამოცხადების დროისთვის კი ქალაქში მხოლოდ 613 ოსი ცხოვრობდა. ძირითად მოსახლეობას ქართველები შეადგენდნენ. მათთან ერთად ებრაელები და სომხები ცხოვრობდნენ.

როგორ ცხოვრობდა ცხინვალი ომამდე ერთი წლით ადრე - ,,სარკის” რეპორტაჟი საქართველოს უძველესი ქალაქიდან - 2007 წელი, ივნისი ქალაქში ოსი მოსახლეობის რიცხვმა მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან იმატა. ჩრდილოეთიდან ოჯახებით ჩამოსული ოსები ქართველებთან საერთო ენას ადვილად პოულობდნენ და მკვიდრდებოდნენ. ბევრი შერეული ოჯახი გაჩნდა.

გასული საუკუნის 90-იანი წლების ცნობილი მოვლენების შემდეგ ქართველებსა და ოსებს შორის ხელოვნური ბარიერი აღიმართა. სხვა ქვეყნის პროვოცირებულ ომში უამრავი ქართველი და ოსი დაიღუპა. ბევრი ქართული და ოსური ოჯახი დაინგრა და გაპარტახდა.

დღეს ცხინვალელ ბავშვებს თავიანთი სამშობლოს ისტორიას სხვანაირად ასწავლიან. სწავლობენ იმას, რასაც სეპარატისტულად განწყობილი ოსი და რუსი ავტორები უწერენ. მშობლიური ოსური ენის ნაცვლად გაძლიერებულად რუსულ ენას სწავლობენ. ომის დროს ქართული სკოლები გადაწვეს. გადამწვარ ქართულ მეოთხე საშუალო სკოლის ეზოში ამჟამად ბაზარია მოწყობილი.

აკაციების სურნელი

ცხინვალი ახლაც მწვანეშია ჩაფლული. ჰაერში აკაციებისა და ნაძვების სურნელი ტრიალებს. ქალაქს ხეივნიანი ფართო ქუჩები კვეთს. ცხინვალში მისასვლელი გზები თითქმის გადათხრილია, ნაწვიმარ ქალაქში უზარმაზარი გუბეები დგას. ახალი ასფალტი არც ქალაქის ცენტრშია. სეპარატისტული მთავრობა კომუნისტების დროს დაგებულ ასფალტზე დააბიჯებს. ქალაქში არც ერთი მშენებარე ობიექტი არ გვინახავს. შენობები ძველია და ომის კვალი ამჩნევია. ახალი მხოლოდ კაფეებია.

თანმხლებმა ნაცნობი ქალბატონი შეამჩნია, რომელსაც დედა ქართველი ჰყავს. ,,დედულეთის ქვეყნიდან” ჩასულები კაფეში დაგვპატიჟა და ოსური ხაჭაპურით გულთბილად გაგვიმასპინძლდა. თანდათან კიდევ რამდენიმე ადამიანი შემოგვემატა. მოსახლეობა ოსურ და რუსულ ენებზე საუბრობს. თუმცა ქართული ენა თითქმის ყველამ იცის. ცხინვალში შესვლამდე გაგვაფრთხილეს, ქართულად ნუ დაილაპარაკებთო. თავიდან მორიდებით ვსაუბრობდით, შემდეგ კი ქართულად ლაპარაკს მოვუხშირეთ. მონატრებულებმა ერთმანეთს ბევრი რამ ვუამბეთ. მათ ყველაფერი აინტერესებთ, ჩვენკენ რა ხდება, როგორ ვცხოვრობთ…

როგორ ცხოვრობდა ცხინვალი ომამდე ერთი წლით ადრე - ,,სარკის” რეპორტაჟი საქართველოს უძველესი ქალაქიდან - 2007 წელი, ივნისიომგამოვლილ ქალაქში პირველად, რაც თვალში მოგვხვდებათ, შეიარაღებული მამაკაცების სიმრავლეა. ახალგაზრდების უმრავლესობას სამხედრო ფორმები აცვია და იარაღი უჭირავს. ქართველებისა და ოსების არაკეთილმოსურნენი მუდმივად ავრცელებენ ხმებს, რომ ქართულ მხარეს ცხინვალთან ომის დაწყება სურს. პერიოდულად ომის დაწყების კონკრეტულ თარიღსაც ასახელებენ.

პირველი, რაც ოსმა მასპინძლებმა გვკითხეს, იყო – ,,თქვენკენ რას ამბობენ, ომი მართლა დაიწყება?”.

მოსახლეობა მუდმივად ომის მოლოდინში დაძაბული და შეშინებულია. რუსეთის მიერ თავსმოხვეული ომით, გაუთავებელი ჩხუბით ყველა დაიღალა. დიდს და პატარას მშვიდობა და პრობლემების დროულად გადაჭრა სურს.

დღის პირველი საათისთვის კაფე ხალხით გაივსო. ძირითადად ახალგაზრდები შეიკრიბნენ. გვითხრეს, შეიძლება აქ მოულოდნელად ჯაბაევიჩიც გამოჩნდესო. ჯაბაევიჩს თავიანთ დე ფაქტო პრეზიდენტს, ედუარდ კოკოითს ეძახიან. ჯაბაევიჩზე ცუდს ვერავის ათქმევინებ. ხალხში კეთილი და მშვიდობისმოყვარე პოლიტიკოსის იმიჯი აქვს. ისინი ყველაფერში ქართულ მხარეს ადანაშაულებენ. ცხინვალის ტელევიზია ყოველდღე ომის შემზარავ კადრებს აჩვენებს. ხალხს მწარე დღეების დავიწყების საშუალებას არ აძლევენ. მაყურებელს ყოველდღე დაღუპული ოსი მეომრების გვამებს აჩვენებენ. მომავალ თაობას, რომელსაც ის ომი არც კი ახსოვს, ქართველების სიძულვილს უნერგავენ. ეუბნებიან, ქართველები ოსებს ცოცხლად მარხავდნენო. მათი ჯაბაევიჩი ტელეეკრანებიდან ,,სიბრძნეს” აფრქვევს და ხალხს მიმართავს, ქართველებმა ჯერ ცოცხლად დამარხული ოსი გმირები გაგვიცოცხლონ და პატიებაზე მერე დაგველაპარაკონო.

ცხინვალის მოსახლეობა რუსეთის დაპირებებითაც დაიღალა – თუ ჩვენი აღიარება ან თავის შემადგენლობაში მიღება უნდა, აქამდე რატომ არ აკეთებსო. იციან, რომ რუსეთი მათ იყენებს, მაგრამ მაინც რუსეთთან ურჩევნიათ. გვითხრეს, ქართველებს ვეღარ გენდობით. თუ ჩვენთვის სიკეთე გინდათ, სასმელ წყალს როგორ არ გვაძლევთ. ბავშვებმა და მოხუცებმა რაღა დააშავეს. თუ მშვიდობა გსურთ, 2004 წლის ზაფხულში ომი რატომ დაიწყეთ, ხალხი რატომ დაგვიხოცეთო.

ჩვენი იქ ყოფნის დროს ქალაქში წყაროს წყლებს სპეციალური ავზებიანი და სახანძრო მანქანებით დაატარებდნენ. წყალს მოსახლეობას, ბაღებს, სკოლებსა და საავადმყოფოებს ურიგებდნენ. წყლის შეწყვეტამ მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა და ქართული მხარისადმი უნდობლობა გაზარდა. გაბრაზებულმა ცხინვალელებმა ისიც კი გვითხრეს, თქვენი წყალი არ გვჭირდება, ლიახვის წყალს გავფილტრავთ და იმას დავლევთ, თქვენ კი არ შეგეხვეწებითო. როგორც გვითხრეს, ცხინვალს წყლის პრობლემა ყოველ ზაფხულს აქვს და შეფერხებებით მიეწოდებათ. წყლის მილების გაუმართაობა ქართული მხარის დანაშაული არ არის. თუმცა ჯაბაევიჩს სურს, რომ ხალხს ასე ეგონოს და მათაც სჯერათ, რომ თბილისში გველეშაპები სხედან, რომლებიც ხალხს წყალს არ აძლევენ.

.

ცხინვალში მხოლოდ რუსული ფული, რუბლი ტრიალებს. ფულის გადასახურდავებელი ჯიხურებიც დგას, სადაც ლარის რუბლებში გადახურდავებაც შეიძლება. საწარმოები არ მუშაობს. მამაკაცების შემოსავლის ერთადერთი წყარო არმიაში სამსახურია. სამხედროებს მაღალი ანაზღაურება აქვთ, ამიტომაც სკოლის დამთავრებისთანავე ვაჟების უმეტესობა სამხედრო სამსახურში მიდის.

ექიმები და პედაგოგები მაღალ ანაზღაურებას იღებენ. პენსიებიც მაღალია. პენსიას სტაჟისა და დამსახურების მიხედვით აძლევენ. ცხინვალელის მინიმალური პენსია 130 ლარის ეკვივალენტია რუსულ რუბლებში. ვისაც რუსეთის მოქალაქის პასპორტი აქვს, ორმაგ და მეტ პენსიას აძლევენ. სამედიცინო მომსახურება უფასოა. ნებისმიერ ოპერაციას ყოველგვარი თანხის გადახდის გარეშე აკეთებენ. აქვთ ჰუმანიტარული წამლები, რომლებსაც ავადმყოფებს უფასოდ ურიგებენ. ცხინვალის აფთიაქებში წამლებიც ბევრად იაფია, ვიდრე თბილისში. იაფია პროდუქტებიც, ამიტომ ხალხს მატერიალურად არ უჭირს. უკვირთ, ქართველები 38 ლარიანი პენსიით ან დაბალი ანაზღაურებით როგორ ცხოვრობენ. ქართველებთან ერთად ყოფნის სურვილს ჩვენი სოციალური ყოფაც უკარგავთ. ჯაბაევიჩი კი მათთვის რუსულ რუბლებს არ იშურებს.

როგორ ცხოვრობდა ცხინვალი ომამდე ერთი წლით ადრე - ,,სარკის” რეპორტაჟი საქართველოს უძველესი ქალაქიდან - 2007 წელი, ივნისიჯაბაევიჩი, მთავრობის სასახლეში ზის. ის შენობაც იგივე ქვითაა ნაშენი, რომლითაც თბილისის კანცელარია, მაგრამ ბევრად პატარა და ულამაზოა. მთავრობის სახლის წინ დიდი აბრაა, სადაც დიდი რუსული ასოებით წერია – 230 წელი რუსეთთან ერთად. გზის მეორე მხარეს იგივე სიტყვები ოსურადაც წერია. საერთოდ, ქალაქში ოსურენოვან წარწერებს იშვიათად ნახავთ. წარწერების უმეტესობა რუსულია.

მთავრობის სახლის გვერდით ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტია. მის გაყოლებაზე კი – დე ფაქტო ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტრო. პარკის წინ მათი შს მინისტრი, მინძაევიც დავინახეთ. ის ხალხთან ერთად იჯდა და საუბრობდა.

პარკში ცხინვალის თეატრია. ოდესღაც თეატრში ქართული და ოსური დასები თამაშობდნენ. ახლა თეატრი დამწვარია. როგორც გვითხრეს, შარშან დენის სადენებს ხანძარი გაუჩნდა და შენობა დაიწვა. მის წინ ღია სცენაა მოწყობილი, სადაც ხშირად იმართება კონცერტები. ცხინვალში ხშირად რუსული ესტრადის მომღერლებიც ჩადიან და კონცერტებს მართავენ.

ცხინვალს ფეხბურთელთა გუნდი არ ჰყავს. ხანდახან მხოლოდ ვეტერანი ფეხბურთელები იკრიბებიან.

ადგილობრივ ოსურ პრესას მთელ ქალაქში ვეძებდით, მაგრამ უშედეგოდ. გამყიდველები ოსურის ნაცვლად რუსულ ჟურნალ-გაზეთებს გვთავაზობდნენ.

ადგილობრივები ცხინვალში რუსული ფიჭური კომპანია ,,მეგაფონით” სარგებლობენ. ლაპარაკის ღირებულება წუთში ხუთი თეთრია. ,,მაგთის” ბარათებიც აქვთ, მაგრამ იშვიათად სარგებლობენ. გვითხრეს, ქართულ კომპანიას არ ვენდობით, შეიძლება გვისმენდნენო.

როგორ ცხოვრობდა ცხინვალი ომამდე ერთი წლით ადრე - ,,სარკის” რეპორტაჟი საქართველოს უძველესი ქალაქიდან - 2007 წელი, ივნისიქალაქში ქუჩები ისეა მოწყობილი, რომ რამდენიმე საათში მთელი ქალაქის დათვალიერებას შეძლებ. ქალაქის შუაგულში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარია. ეკლესიაში წირვა-ლოცვა ოსურ ენაზე მიმდინარეობს. ტაძრის ეზო და თავად ტაძარი მოვლილი და დასუფთავებულია. ეკლესიაში საქართველოს დიდების, თამარ მეფის ხატებია დაბრძანებული. ტაძარში შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებისა და ბიძინა ჩოლოყაშვილის წმინდა ნაწილები და მათი ხატიც არის. როგორც გვითხრეს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული გმირების წმინდა ნაწილები იკორთის მონასტრიდან გადმოაბრძანეს.

კახეთის აჯანყების მოთავეები, კახეთის მთავარი, ბიძინა ჩოლოყაშვილი და ძმები შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები შაჰ-აბასის ბრძანებით სპარსეთში სასტიკად აწამეს. მათი სხეულები ნაკუწებად აქციეს და გვამები მინდორში ყვავების საჯიჯგნად დაყარეს. იმავე ღამეს მათ ცხედრებს ბრწყინვალე ნათელი დაადგათ. ვინც ეს სასწაული ნახა, ამბობდა, ,,დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთა”. ქრისტიანებმა მცველების დაბნეულობით ისარგებლეს და მათი ცხედრები ეკლესიაში ფარულად დაკრძალეს.

რამდენიმე წლის შემდეგ შალვა ერისთავის მეუღლემ დაღუპული გმირების გადარჩენილი ნაწილები საქართველოში ჩამოასვენა და იკორთის მონასტერში დაკრძალა. ოსი მრევლი საქართველოს ერთიანობისა და სიმტკიცისთვის დაღუპული გმირების წმინდა ნაწილებს თაყვანს ცემს, სანთლებს ანთებენ და ლოცულობენ. ქართულ სიწმინდესთან სანთელი ჩვენც დავანთეთ და უფალს ქვეყნის გამთლიანება შევსთხოვეთ.

როგორ ცხოვრობდა ცხინვალი ომამდე ერთი წლით ადრე - ,,სარკის” რეპორტაჟი საქართველოს უძველესი ქალაქიდან - 2007 წელი, ივნისიცხინვალში ანეკდოტებიც პოლიტიკური დადის. მთელი სერიოზულობით ამტკიცებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოსი ეროვნებისაა. მის გვარს რუსული გვარების დაბოლოებაც შეურჩიეს და დაბეჯითებით ამბობენ, რომ ის სააკაშვილი კი არა, სააკაევია.

ასეთ ანეკდოტსაც მოგვიყვნენ – ,,კოკოითი მღერის, დელია, დელია, მცხეთამდე ჩემია. სააკაშვილი ეუბნება, შტერო, მცხეთაც ჩვენია და თბილისიცო”. ხუმრობენ, საქართველოს სამი ოსი პრეზიდენტი ჰყავს – სააკაშვილი, კოკოითი და სანაკოევიო.

ქართველი პოლიტიკოსებიდან მათში ყველაზე მეტ გაღიზიანებას ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იწვევდა. მასზე დღესაც აგრესიულად ლაპარაკობენ. ამბობენ, ოსებსა და ქართველებს დამთბარი ურთიერთობა და გაღვივებული ნდობა ოქრუაშვილმა დაგვაკარგვინაო. მათში პოპულარობით ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, გიორგი ხაინდრავა სარგებლობს.

პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არც სიძულვილს გამოთქვამენ და არც დიდ სიყვარულს. ამბობენ, ისევ შეჩვეული ჭირი გვირჩევნია, რა ვიცით, იქნებ მის ნაცვლად უარესი მოვიდესო. სამაგიეროდ, როგორ ცხოვრობდა ცხინვალი ომამდე ერთი წლით ადრე - ,,სარკის” რეპორტაჟი საქართველოს უძველესი ქალაქიდან - 2007 წელი, ივნისიდროებითი ადმინისტრაციული ცენტრის ხელმძღვანელის, სანაკოევისადმი სიძულვილსა და ზიზღს არავინ მალავს. უმრავლესობა მას მოღალატეს, გამყიდველს უწოდებს. გვითხრეს, სანაკოევს ბევრი ვალი ჰქონდა, უცხოეთის კაზინოებში უამრავი ფული წააგო, ამიტომ აქედან გაიქცა და ქართველებს მიეყიდა. თქვენს მხარეს ფულის გამოა, თორემ ომის დროს მაგაზე მაგარი ,,ბოევიკი” ქალაქში არ იყოო. დიმიტრი სანაკოევს სპეციალურ გადაცემებს უძღვნიან, ხშირად დასცინიან და მარიონეტს, მასხარას უწოდებენ.

  ქართველი ქალები ურიკებით

ცხინვალში ჩვენთვის ძალიან მძიმე ქართველი ქალების ნახვა აღმოჩნდა. ურიკის დაჟანგებული ბორბლების ხრჭიალით ქალაქს უვლიან და ქუჩა-ქუჩა სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ყიდიან. ბევრ მათგანს ომამდე ცხინვალში საკუთარი სახლი ჰქონდა. ისინი თავიანთ ნასახლარებს ცრემლიანი თვალებით უყურებენ. ზოგის სახლი დამწვარია, ზოგში ახლა ოსები ცხოვრობენ. მშობლიურ ქალაქში გადასვლას მალულად ახერხებენ. მათი ყოფა უკიდურესად მძიმეა. ამ ქალებს ბევრი დამცირების ატანა უწევთ. ცხინვალში ნიშნისმოგებით ელაპარაკებიან, იქიდან გამოსულებს კი ქართული სპეცდანიშნულების რაზმის წევრების უხეშობის ატანა უწევთ. ქართველი სპეცრაზმელები ზოგჯერ ზედმეტად მკაცრად და არაადეკვატურად იქცევიან. ქალებს პირწმინდად ჩხრეკენ, რომ ცხინვალიდან კონტრაბანდული საქონელი არ შემოიტანონ. როგორც ამბობენ, მათი სიმკაცრე მოჩვენებითია, ხალხის ყურადღების მოსადუნებლად ,,ლიფსიტებს” დასდევენ, დიდ ტვირთებზე კი თვალებს ხუჭავენ. გვითხრეს, რომ ოსებსა და ქართველებს შორის მდგომარეობას ზოგჯერ ქართველი სპეცრაზმელები ამწვავებენ.

  …

ქალაქში ფეხმძიმე ქალები, ბავშვები, მოხუცები დადიან. მათ ყველაზე მეტად სწორედ ომი არ უნდათ. ყველას ერთი სურვილი აქვს – ქალაქში მშვიდად დაიძინონ და ომზე აღარასოდეს იფიქრონ.

როგორ ცხოვრობდა ცხინვალი ომამდე ერთი წლით ადრე - ,,სარკის” რეპორტაჟი საქართველოს უძველესი ქალაქიდან - 2007 წელი, ივნისიქართველი მეფეების ნაამაგარ ძირძველ ქართულ ქალაქში მხოლოდ რამდენიმე საათი დავყავით. მერე კი ქალაქი ისევ ფეხით, ისევ მალულად დავტოვეთ. ,,თუ დაგივიწყო, იერუშალაიმ, დამივიწყოსცა უზენაესმა!” – ასე გოდებდა სამშობლოდან გაძევებული ებრაელი ხალხი. ცხინვალიდან წამოსულები ჩვენდაუნებურად ჩუმად ვიმეორებდით – “თუ დაგივიწყოთ, სამაჩაბლო…”

ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის შექმნის შემდეგ კონფლიქტის ზონის სოფლებს ყურადღება მიექცა. იქ მცხოვრებნი შეღავათებითა და დახმარებებით სარგებლობენ, ამიტომ იქაურ სოფლებში არ გავჩერებულვართ და ცხინვალის მოსაზღვრე სოფლისკენ, ნიქოზისკენ გავემართეთ.

ნიქოზელებისა და ცხინვალელების ბაღები გვერდიგვერდაა. ოსები და ქართველები ბაღებში ერთმანეთის გვერდით მუშაობენ. იქიდან ცხინვალი რამდენიმე ასეულ მეტრშია. როცა ოსებსა და ქართველებს შორის სიტუაცია იძაბება, პირველი და ყველაზე ძლიერი დარტყმის გადატანა სწორედ როგორ ცხოვრობდა ცხინვალი ომამდე ერთი წლით ადრე - ,,სარკის” რეპორტაჟი საქართველოს უძველესი ქალაქიდან - 2007 წელი, ივნისინიქოზს უწევს. საინფორმაციოებში ხშირად გაკვრით ახსენებენ, ღამით ნიქოზის მიმართულებით სროლები იყოო. მოსახლეობა ღვთის ანაბარაა მიტოვებული. სოფელში ერთ ისეთ სახლსაც ვერ ნახავთ, რომელსაც ტყვია ან ჭურვი არ ჰქონდეს მოხვედრილი. ყველა სახლის სახურავი დაცხრილულია. სროლების დროს სამალავ ადგილს ეძებენ, რომ შვილები შეაფარონ.

საშიშ ზონაში მოყოლილი სოფელი კონფლიქტის ზონას არ მიაკუთვნეს. ამიტომ მოსახლეობა შეღავათით არ სარგებლობს. უფრო მეტიც, როცა ბაღების შესაწამლად საჭირო ფულისთვის ბანკებში სესხის ასაღებად მიდიან, მაშინ ყველას ახსენდება, რომ ნიქოზი ცხინვალს ესაზღვრება და საშიში ზონაა, ამიტომ ნიქოზელებს სესხს არავინ აძლევს.

მოსახლეობა ყოველთვის სოფლის მეურნეობით ირჩენდა თავს. ბოლო წლებში ხილის ჩაბარებაც უჭირთ. შარშანდელი მოსავალი კი უამინდობამ მთლიანად გააფუჭა. ზამთარში საჭმელად ერთი ვაშლიც კი არ ჰქონდათ. მთავრობას ულუკმაპუროდ დარჩენილი მოსახლეობის ზრუნვისთვის თავი არ შეუწუხებია. ნიქოზელებმა შემოგვტირეს, ასე ომის დროსაც არ გვიჭირდაო.

გასულ წელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა სოფელში ამბულატორია ზარ-ზეიმით გახსნეს. პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს გეოგრაფიით მაშინ დაინტერესდა. თურმე სოფლიდან ცხინვალის შენობები რომ დაინახა, გაოცებით თქვა, ცხინვალთან რა ახლოს ყოფილხართო. თქვა და წავიდა. სამაგიეროდ, ამბულატორია დატოვეს, სადაც ყველანაირი მომსახურება ფასიანია, დამშეულ მოსახლეობას კი წამლის ყიდვის ფულიც არ აქვს.

.

როგორ ცხოვრობდა ცხინვალი ომამდე ერთი წლით ადრე - ,,სარკის” რეპორტაჟი საქართველოს უძველესი ქალაქიდან - 2007 წელი, ივნისი,,სარკე” სოფელში იმ თაობას გაესაუბრა, რომელსაც ომი არ ახსოვს. მათ ტყვიით, ნაღმებით ბევრჯერ დაემუქრნენ, მაგრამ მათი დაშინება ვერ მოახერხეს. ისინი მონატრებულ მიწაზე ფეხით მალულად მაინც გადადიან. იქ საქართველოს დროშებს ხატავენ და საქართველოს ჰიმნსაც უშიშრად, მტერ-მოყვარის გასაგონად მღერიან.

სროლების შემდეგ დაბნეული ბავშვების დამშვიდება პედაგოგებს უწევთ, ფსიქოლოგიურად ეხმარებიან, მზრუნველობას არ აკლებენ. ოს და ქართველ მოსწავლეებს ერთმანეთის სიყვარულს უღვივებენ. მოსწავლეების გვარებს შეგნებულად არ ვწერთ.

თამარი, მე-10 კლასის მოსწავლე:

– სროლები რომ იწყება, პირველ რიგში ისინი მახსენდება, ვინც ჯარში მსახურობს და მაშინვე სანთელს ვანთებ. მე მგონი, ყველა ქართველის ოცნება ისაა, რომ საქართველო ძალიან მალე გამთლიანებული და გაძლიერებული ვნახოთ.

– ოსი მეგობრები გყავთ?

– ბევრი ოსი ნათესავი და მეგობარი მყავს. იქ მცხოვრებ ოსებთან ურთიერთობა არ მაქვს, თორემ მეგობრებად ისინიც მეყოლებოდა. ამ ბოლო პერიოდში ერთმანეთთან ვეღარ მივდივართ. სანამ ყველაფერი უფრო მეტად აირეოდა, ცხინვალში შევდიოდი. ყოველთვის მიჩნდებოდა სურვილი, რომ იქ ქართული დროშა აღმემართა ან ქართული ჰიმნი მემღერა. ერთ ზამთარს მე და ჩემს კლასელებს სკოლაში დაგვაგვიანდა. არ გვინდოდა, რომ სკოლაში დაგვიანებით მივსულიყავით. ამიტომ ცხინვალში წასვლა გადავწყვიტეთ. ჩუმად შევედით. თან გული გვიფრიალებდა. რამდენჯერმე ვიფიქრეთ, მოდი, მივტრიალდეთ, არაფერი მოგვივიდესო. ბოლოს მაინც გავბედეთ და შევედით.

გზაში ,,უფალო, შეგვიწყალეს” ვიმეორებდით. ცხინვალის მთავრობის სახლის წინ რომ დავდექით, ვთქვი, ახლა აქ ჰიმნი უნდა ვიმღერო-მეთქი. მეგობრებმა მითხრეს, სიმღერა არ გაბედო, დაგვიჭერენო. მდინარე ლიახვის ხიდზე საქართველოს დროშა ამოვკვეთეთ. წარწერებიც გავაკეთეთ – ,,ეს ჩვენი მიწაა!” მერე როგორც გავიგეთ, ჩვენი დროშა და წარწერები წაშალეს. ვერ მოვითმინეთ და ხიდზე საქართველოს ჰიმნი მთელი გრძნობით ვიმღერეთ. ასე არასოდეს მიმღერია. მერე საჩქაროდ წამოვედით, რომ ვინმეს რაიმე არ ეთქვა. ცხინვალი ძალიან მენატრება.

მადონა, 15 წლის:

– მე დედა ოსი მყავს. ცხინვალში ბევრი ნათესავი მყავს. სროლები რომ იწყება, პანიკაში ვვარდები. არ მინდა, რომ ან აქ, ან იქ ვინმე დაშავდეს. როცა სროლებია, ვამბობ, სიცოცხლე აღარ მინდა-მეთქი. ცხინვალში მცხოვრები ჩვენი ნათესავები ჩვენზე ნერვიულობენ. ერთმანეთს ვამშვიდებთ ხოლმე. ჩვენი ოჯახი ორ წყალშუაა. როცა ისვრიან, ორივე მხარეს ჩვენები არიან. ჩვენნაირი ოჯახი კი აქ ბევრია. არეულობა და ომი არავის გვინდა.

– ქართველების მიმართ როგორი განწყობა აქვთ?

– წარსულის გამო პატიება უჭირთ, მაგრამ მაინც რაღაცნაირად სიყვარულით გვიყურებენ. ხელს რომ არ გვიშლიდნენ, ქართველი და ოსი ბავშვები ერთმანეთთან ვიმეგობრებდით.

.

როგორ ცხოვრობდა ცხინვალი ომამდე ერთი წლით ადრე - ,,სარკის” რეპორტაჟი საქართველოს უძველესი ქალაქიდან - 2007 წელი, ივნისიქართველი და ოსი მრევლი ეკლესიებში გვერდიგვერდ ლოცულობენ. ღმერთისთვის შესავედრებელიც საერთო აქვთ, უფალს ყველა მშვიდობის დამყარებას ევედრება. ნიქოზში ორი უძველესი და შესანიშნავი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი დგას – ღვთაების საკათედრო და მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი.

ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია ამჟამად ცხინვალს, ახალგორს, ჯავას, ზნაურსა და მათ მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. ეს ეპარქია ვახტანგ გორგასალმა დააარსა და ნიქოზელი მღვდელმთავრების სამწყსოს ძალიან დიდი ტერიტორია ეკავა. ნიქოზელ მღვდელმთავრებს ქვეყნის წინაშე უდიდესი მისია ჰქონდათ დაკისრებული. მათი მისია ცენტრალური კავკასიონის მთიანეთში ქრისტიანობის გავრცელება და დაცვა იყო. ამ მხარეს სხვა რელიგიების შემოჭრისგანაც იცავდა. კავკასიონის მთიანეთში ქრისტიანობის გავრცელება ქართველი მღვდელმთავრების, კონკრეტულად კი ნიქოზის ეპარქიის მღვდელმთავრების ღვაწლით მოხდა.

ამ ეპარქიაში ოდითგანვე უამრავი წიგნთსაცავი იყო. ჩრდილო ოსეთში მცხოვრებ ბავშვებს წერა-კითხვას ქართულად ასწავლიდნენ. ბევრს კი ღვითსმსახურებად აკურთხებდნენ და ოსეთის სხვადასხვა ტაძარში ღვთისმსახურებისთვის გზავნიდნენ.

ოსების მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას ერეკლე მეორე იჩენდა. მისი დავალებით შეისწავლა ანტონ კათალიკოსმა ოსური ენა. მეფე ერეკლეს აღზრდილად ითვლება ოსთა განმანათლებელი ივანე იალღუზიძე (გაბარათი). მან ოსური ანბანი შექმნა, თუმცა რუსეთის იმპერიის გავლენით ანბანი არ გავრცელდა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ უძველესი სამწყსო მცხეთა-ქართლის ეპარქიის შემადგენლობაში შევიდა. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია 1995 წელს აღდგა. მისი მწყემსმთავარი ამჟამად მიტროპოლიტი, მეუფე ისაია (ჭანტურია) გახლავთ.

როგორ ცხოვრობდა ცხინვალი ომამდე ერთი წლით ადრე - ,,სარკის” რეპორტაჟი საქართველოს უძველესი ქალაქიდან - 2007 წელი, ივნისიერთ-ერთი ვერსიით, სოფელს სახელი – ნიქოზი – კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიის გავლენით დაარქვეს. ნიქოზის ღვთაების საკათედრო ტაძარი ვახტანგ გორგასალმა წარმართთა საკულტო ადგილას ააგო და რწმენის გასაძლიერებლად წრომიდან წმინდა რაჟდენ მოწამის ნაწამები სხეული გადმოასვენა.

.

წმინდა რაჟდენი ერთ-ერთი პირველია ქრისტესთვის წამებულთა შორის. წარმოშობით დიდგვაროვანი სპარსი გახლდათ. იგი სპარსეთის მეფის, ჰორმიზდ მესამის ქალიშვილის, ბალენდუხტის აღმზრდელი იყო. ბალენდუხტი ცოლად მეფე ვახტანგს რომ შერთეს, რაჟდენი თავის აღზრდილს საქართველოში წამოჰყვა. იგი ქრისტიანულ სიბრძნეს მალევე ჩასწვდა. მაზდეანობა უარყო და ქრისტიანად მოინათლა. სპარსელებმა შეიპყრეს და სასტიკად აწამეს, მაგრამ ყოველი წამების შემდეგ იარები როგორ ცხოვრობდა ცხინვალი ომამდე ერთი წლით ადრე - ,,სარკის” რეპორტაჟი საქართველოს უძველესი ქალაქიდან - 2007 წელი, ივნისისასწაულებრივად უშუშდებოდა.

სპარსელებმა ბოლოს ჯვარზე გააკრეს და შხამიანი ისრებით განგმირეს.

ეს სოფელ წრომში 457 წელს მოხდა. იმ დღეს, როცა აღესრულა, ზეციური სასწაული მოხდა. მზე მიიმალა და ქვეყანაზე დიდი ხნით უკუნეთი ჩამოწვა. მთელი ღამე საშინელი გრიგალი ბობოქრობდა. სიბნელეში მხოლოდ მოწამის ცხედარს ადგა ნათლის სვეტი. მორწმუნეებმა რაჟდენის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნეს და იქვე შორიახლოს მიწას მიაბარეს. სახელი რაჟდენი ,,რწმენის ლამპარს” ნიშნავს. საუკუნეების განმავლობაში ნიქოზის ეპარქია კავკასიის მთიანი რეგიონებისთვის რწმენის ლამპარივით ენთო.

წმინდა მოწამის საფლავი ეკლესიის აღმოსავლეთით, სატრაპეზოსგან მარჯვენა მხარესაა, სადაც კანდელი მუდამ ანთია.

.

უძველეს სამღვდელმთავრო კათედრაზე ოდითგანვე მრავალი სიწმინდე იყო დავანებული. ცნობილია, რომ ვახტანგ გორგასალმა იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი ჩამოაბრძანა და ნიქოზის საკათედრო ტაძარში აღმართა.

მე-13 საუკუნეში თამარ მეფის ასულმა რუსუდანმა წმინდა ჯვარს ვერცხლის ლუსკუმა გაუკეთა და ძვირფასი თვლებით შეამკო. საუკუნეების განმავლობაში წმინდა ჯვარი ნიქოზის ღვთაების ტაძარში იყო აღმართული. უდიდესი სიწმინდის მოსალოცად მთელი საქრისტიანოდან მოეშურებოდნენ. მე-18 საუკუნის ბოლოს, 1799 წელს, ჯვარი დაიკარგა.

ეპარქიაში ბევრი წმინდა ადგილი და უამრავი უნიკალური ხუროთმოძღვრული ძეგლია. ომმა ბევრი ტაძარი დააზიანა. მათ შორის, ცხინვალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარიც. ნამდვილი სასწაულია, რომ ნიქოზის ღვთაების საკათედრო და მთავარანგელოზთა ტაძრებს ერთი ტყვია და ჭურვი არ მოხვედრია. უდიდესი სიწმინდე ამ მხარეს დღემდე იცავს და მფარველობს.

 ირინე მჭედლიძე, თბილისი-ნიქოზი-ცხინვალი, 2007