როგორ მოხდება სესხის განულება – ფინანსთა მინისტრის განმარტება

როგორ მოხდება სესხის განულება - ფინანსთა მინისტრის განმარტებასაქართველოს ფინასთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის თქმით, 2018 წლის 3 დეკემბრისთვის მზად იქნება სპეციალური ბაზა, საიდანაც მოქალაქეები შეძლებენ გაგებას, სესხების ჩამოჭრა მათ შეეხებათ თუ არა.

-ახლა მოხდება ამ ბაზების შეჯერება და ერთიანი დიდი ბაზის გაკეთება. ალბათ 3 დეკემბრისთვის უკვე იქნება სპეციალური ვებგვერდი, სადაც ადამიანს შეეძლება შევიდეს, შეიყვანოს თავისი მონაცემი და ნახოს, ვალის ჩამოჭრა მას ეხება თუ არა.

შემდეგ ეს ადამიანი დაუკავშირდება იმ საფინანსო ინსტუტის, ვისგანაც ვალი ჰქონდა აღებული. თავად ტრანზაქცია, ანუ ჩამოწერა 15 დეკემბრიდან განხორციელდება, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ნიუპოსტი