რა წერია ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებაზე ექპერტიზის დასკვნაში – ,,მი­თხრეს, თუ გინ­დათ, ნუ იტყვი­თო”

რა წერია ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებაზე ექპერტიზის დასკვნაში - ,,მი­თხრეს, თუ გინ­დათ, ნუ იტყვი­თო"მსა­ხი­ობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშ­ვი­ლის დედა, ქალ­ბა­ტო­ნი ცი­ა­ლა ბეჟაშ­ვი­ლი, ჟურნალ “სარ­კეს­თან” სა­უბ­რობს ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ზე, რო­მელ­შიც წე­რია, თუ რა გახ­და მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი.

– მი­თხრეს, თუ გინ­დათ, ნუ იტყვი­თო, მაგ­რამ რა მაქვს და­სა­მა­ლი?! ფსი­ქოტ­რო­პულ წა­მალს რომ სვამ­და, არაფ­რით შე­იძ­ლე­ბო­და, ამ დროს სას­მე­ლი და­ე­ლია. დი­ლით წა­მალს სვამ­და, სა­ღა­მოს სას­მელს. სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი, არ შე­იძ­ლე­ბა და ნუ სვამ-მეთ­ქი. გულ­მა ვე­ღარ გა­უძ­ლო.

– რო­მელ მე­გო­ბარ­თან იყო მი­სუ­ლი დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც ის გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს?

– მე­გო­ბარ­თან არ იყო და ვის­თან იყო, დღემ­დე არ ვიცი. ქუ­ჩა­ში შე­იძ­ლე­ბო­და ვინ­მე შეხ­ვედ­რო­და, ეთ­ქვა, წამო ჩემ­თან, დავ­ლი­ო­თო და გაჰ­ყო­ლო­და… ორ­გა­ნიზ­მი ამ­დე­ნი წამ­ლი­თა და სას­მე­ლით მო­წამ­ლა. წა­მალს რომ და­ლევ­და, მხო­ლოდ ორ სა­ათს თუ იძი­ნებ­და. მერე ეღ­ვი­ძე­ბო­და და შფო­თავ­და…

– რა­ი­მე წი­ნათ­გრძნო­ბა ხომ არ გქონ­დათ?

– გარ­კვე­უ­ლი გან­ცდა მხო­ლოდ იმ დღეს მქონ­და. სა­ღა­მოს ტე­ლე­ვი­ზორს ვუ­ყუ­რებ­დი და იცით, რა და­მე­მარ­თა? თით­ქოს სა­ვარ­ძე­ლი და­ვიწ­როვ­და და ვე­ღარ და­ვე­ტიე. ცოტა ხან­ში სა­დარ­ბა­ზო­დან მისი სიმ­ღე­რის ხმა შე­მო­მეს­მა. კა­რიც გა­ვა­ღე, მაგ­რამ შევ­ცდი, ზუზუ არ იყო… არა­ვინ მღე­რო­და, ზა­ზას ხმა მე შე­მო­მეს­მა. 5-6-ჯერ მა­ინც გა­და­ვი­ხე­დე ფან­ჯრი­დან, რად­გან ზა­ზას ხმა მეს­მო­და, ვი­თომ მღე­რო­და. კონ­ფლიქ­ტუ­რი არ იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ არა­ფე­რი მოხ­დე­ბო­და, მაგ­რამ იმ ღა­მეს ფან­ჯა­რას ვერ მოვ­შორ­დი…

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურ­ნა­ლ “სარ­კის” მიმდინარე ნომერში