,,ფოლადისებური, მუქი ფერის ჟღერადობის ბარიტონი” – გიორგი გაგნიძემ მეტროპოლიტენ ოპერაში ისტორიულ სპექტაკლში პლასიდო დომინგოსთან ერთად ითამაშა – რას წერს ,,ნიუ იორკ ტაიმსი”

,,ფოლადისებური, მუქი ფერის ჟღერადობის ბარიტონი" - გიორგი გაგნიძემ მეტროპოლიტენ ოპერაში ისტორიულ სპექტაკლში პლასიდო დომინგოსთან ერთად ითამაშა - რას წერს ,,ნიუ იორკ ტაიმსი"ქართველმა ვარსკვლავმა, გიორგი გაგნიძემ, მეტროპლიტენ ოპერის თეატრში ისევ ფურორი მოახდინა. აღფრთოვანებული მაყურებელი ფეხზე დამდგარი დიდხანს უკრავდა ტაშს და სცენიდან არ უშვებდა.

გიორგი გაგნიძემ ოსტორიულ სპექტაკლში ითამაშა. ჯაკომო პუჩინის ,,ილ ტაბარო” მეტროპოლიტენში პირველად 100 წლის წინ დაიდგა, წელს კი საიუბილეოდ აღადგინეს.

სპექტაკლში მსოფლიოს ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, მათ შორის პლასიდო დომინგო და მარჩელო ალვარესი. გიორგიმ მიგელეს როლი ითამაშა.

გაზეთმა ,,ნიუ იორკ ტაიმსმა” ქართველი მომღერალი ასე შეაფასა: ,,გიორგი გაგნიძე –  ფოლადისებური, მუქი ფერის ჟღერადობის ბარიტონი!”.
,,ვამაყობ და ბედნიერი ვარ, მსოფლიოს საოპერო ხელოვნების წამყვან სცენაზე რომ ასეთი ოვაციით გხვდება მაყურებელი და მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი გაზეთი აღნიშნავს შენს წარმატებას!”, – დაწერა ფეისბუქში გიორგი გაგნიძის მეუღლემ მაია გოგოლაძემ.