ნინუცა მაყაშვილმა ნერვიულობით თვენახევარში 21 კილო დაიკლო – ,,რთული პერიოდებიდან ერთი ყოფილ მეუღლეს უკავშირდებოდა და ერთი – ყოფილ შეყვარებულს”

ნინუცა მაყაშვილმა ნერვიულობით თვენახევარში 21 კილო დაიკლო - ,,რთული პერიოდებიდან ერთი ყოფილ მეუღლეს უკავშირდებოდა და ერთი - ყოფილ შეყვარებულს"მსახიობ ნინუცა მაყაშვილს ორჯერ მოუწია ძალიან რთული მდგომარეობიდან გამოსვლა და ორივეჯერ დიდი ფიზიკური ძალების დახარჯვა მოუხდა. წარსულიდან ცუდი მოგონებების შემოტევებს თავისი მეთოდით უმკლავდება – ფეხით ყოველდღე დიდ მანძილს გადის და, როგორც ამბობს, ამით ტვინს ინიავებს. ჯანსაღი ცხოვრების წესი მისთვის ნაცნობია და, როგორც გვითხრა, რთულ პერიოდებში სწორედ ეს გამოადგა:

– ფეხით სეირნობა ძალიან მიყვარს და არა იმიტომ, რომ ჯანმრთელობისთვის კარგია, უბრალოდ აუცილებელი რაღაცაა, რაც ყოველდღე მჭირდება. ფიქრებს და ცუდ ხასიათს ამით ვშველი. სულ ახლახან ერთი წიგნის კითხვა დავამთავრე, რომლის მთავარი გმირი სწორედ ასე უმკლავდებოდა თავის პრობლემებს: “გაისეირნე და დაიკიდე”. მეც ასე ვსეირნობ და რაღაცებს ვივიწყებ.

— ანუ ფეხით სიარული პრობლემებს გავიწყებთ?

– პრობლემები კი არ მავიწყდება, უბრალოდ მსიამოვნებს, როდესაც ბევრს დავდივარ, მუსიკას ვუსმენ და, მოკლედ რომ გითხრათ, ტვინს ვანიავებ. გუშინაც მე და დედაჩემის დაქალი, რომელიც ჩემთვის მეორე დედაა, ღამის 11 საათზე გავედით სახლიდან და დაახლოებით 9 კილომეტრი ვისეირნეთ.

— სპორტიც ერთ-ერთი საშუალებაა სტრესთან ბრძოლის. არ გიცდიათ რომელიმე სახეობაში გევარჯიშათ?

– ძალიან ჯანსაღი ცხოვრების წესი მქონდა. ვვარჯიშობდი – ერთი დღე მქონდა ცურვა, ფიტნესი და მერე გადავედი კრივზე. არაჩვეულებრივი მწვრთნელი მყავდა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო თავი დავანებე, რადგან ჩემთვის არანაირი ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლებოდა.

— რა თავისებურებები აქვს კრივს, რას მოითხოვდა თქვენგან?

– მწვრთნელი, რომელიც მასწავლიდა დარტყმებს, სწორ ნაბიჯებს, სულ მეხუმრებოდა, რა გოგოსავით ჩხუბობ, შენ ხომ გოგო არ ხარო. კრივი ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს. სახვევებს რომ ვიხსნიდი, ხელები მიკანკალებდა, სახსრები ისე მტკიოდა.

ნინუცა მაყაშვილმა ნერვიულობით თვენახევარში 21 კილო დაიკლო - ,,რთული პერიოდებიდან ერთი ყოფილ მეუღლეს უკავშირდებოდა და ერთი - ყოფილ შეყვარებულს"ფიტნესზე შეიძლება ყურადღება გაგეფანტოს, კრივზე კი მთლიანად ჩართული ხარ, გონებრივი სამუშაოც არის, უნდა გათვალო სწორად, როგორ და სად დაარტყა, სულ მოძრაობ და ა.შ.

— ისწავლეთ ჩხუბი?

– კი და საკმაოდ კარგად, ოღონდ ჯერ არ დამჭირვებია. კრივზე რომ დავდიოდი, სულ კარგ ხასიათზე ვიყავი. ცუდი ფიქრები და აზრები თავისთავად გიქრება, დაღლილი, მაგრამ ბედნიერი გამოდიხარ.

— რატომ გსტუმრობენ ცუდი ფიქრები? რა მოხდა თქვენს წარსულში?

– სასწაულად რთული პერიოდი მქონდა, თან ძალიან პატარა ასაკში. ბოლომდე მაინც ვერ გამოვედი მდგომარეობიდან, წარსულის ფიქრები ხშირად მაწუხებს ხოლმე. ცოტა ხნის წინაც მქონდა რთული პერიოდი, როდესაც თვენახევარში 21 კილო დავიკელი.

— ნერვიულობით დაიკელით?

– დიახ. დამემართა ძილქუში, სულ ვიწექი, არ მინდოდა ჭამა, ლოგინიდან ადგომა და მართლა დეპრესიაში ვიყავი, მაგრამ დღეს, 30 წლის ასაკში, მივხვდი, რომ უარყოფითზე, ცუდზე არ უნდა ვიფიქრო. ყოველთვის უნდა იფიქრო პოზიტივზე, კარგ რაღაცებზე. წარმოიდგინე, რომ ნინუცა მაყაშვილმა ნერვიულობით თვენახევარში 21 კილო დაიკლო - ,,რთული პერიოდებიდან ერთი ყოფილ მეუღლეს უკავშირდებოდა და ერთი - ყოფილ შეყვარებულს"მილიონერი გახდი და რაც უფრო კარგზე იფიქრებ, მით უკეთესი და აუცილებლად გექნება ის, რასაც ითხოვ. რა ენერგიასაც გაუშვებ კოსმოსში, ის უკან დაგიბრუნდება.

— რისგან იყო გამოწვეული ეს რთული პერიოდი?

– პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე. მე ვარ ძალიან ემოციური ადამიანი. კარიერული თვალსაზრისით გული არაფერზე მწყდება. მილიარდ ადგილზე მიმუშავია და ვიმუშავებ. სამსახური დღეს არაა, ხვალ იქნება. ამაზე რატომღაც არასდროს ვნერვიულობ…

ყველაფერი ზედმეტად ახლოს მიმაქვს გულთან, მერე ეს ისე მთრგუნავს და მღლის, რომ ამის გამო შეიძლება 2 კვირა ვიყო ცუდ ხასიათზე. ორივე რთული პერიოდი ურთიერთობასთან იყო დაკავშირებული.

— სიყვარულს გულისხმობთ?

– რთული პერიოდებიდან ერთი ყოფილ მეუღლეს უკავშირდებოდა და ერთი – ყოფილ შეყვარებულს.

— მეუღლესთან გაშორება მართლაც ძალიან მძიმე გადასატანია.

– ის პერიოდი ხმას არ ვიღებდი, თავს არ ვშველოდი და სულ მინდა, დღევანდელმა ნინუცამ იმ ნინუცას სახეში შემოსცხოს.

— პრინციპში, მაშინ გამოუცდელიც იყავით. პატარა ასაკში ვერ განსაზღვრავ, რა არის სწორი და რა – არასწორი.

კი, პატარა ვიყავი, მაგრამ გამონათქვამი არსებობს ასეთი: სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო.

– მაგას რომ ვაცნობიერებდეთ – სად ჯობს და სად არა, შეცდომებს აღარ დავუშვებდით.

– ეგეც არის, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი მინუსი არის ის, რომ შემიძლია ადამიანს ათასჯერ ვაპატიო. როცა ვხედავ, რომ დაშვებულ შეცდომას ნანობს, სულ იმის განცდა მაქვს, რომ ის გამოსწორდება, მაგრამ არა. მე მაქვს ერთი მომენტი, თუ გადამეკეტა, მერე მორჩა!

— ფიქრობთ, რომ გულწრფელად ინანიებენ თავიანთ შეცდომას?

– როდესაც საყვარელ ადამიანს გულს ატკენ და ხვდები, რომ შეცდომა დაუშვი, მეორედ აღარ უნდა გააკეთო. მე რომ შეცდომა მომსვლოდა, აუცილებლად შევურიგდებდი და ამ ურთიერთობას სიცოცხლის ბოლომდე მოვუფრთხილდებოდი.

— არის ისეთი რამ, რასაც არავის არასოდეს აპატიებთ?

ასე კონკრეტულად ვეღარაფერს ვიტყვი, რადგან ღალატიც მიპატიებია და ტყუილიც, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც გროვდება და სადღაც იჩენს თავს. ბოლოს უკვე აცნობიერებ, რომ აღარ გამოდის ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებულია ეჭვიანობაზე, უნდობლობაზე და მისი ერთი სიტყვისაც არ გჯერა.

ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, ყველას ვეტყვი – მაქსიმალურად გაუფრთხილდით ერთმანეთს, განსაკუთრებით კი იმ ადამიანს, ვინც თქვენთვის ძვირფასია.

— დანგრეული ურთიერთობის აღდგენის გჯერათ?

– კი, როგორ არა. ეს ორ ადამიანზეა დამოკიდებული. თუ ორივეს ისევ სურს ერთმანეთთან ყოფნა და მზად არიან, ერთად მთები გადადგან, აუცილებლად მოახერხებენ ურთიერთობის გაგრძელებას.

— გულის სიღრმეში ხომ ის ბზარი მაინც რჩება?

– რჩება, მაგრამ შეუძლიათ, ეს ბზარი გაამთელონ და გადაფარონ კიდეც. შეუძლებელი არაფერია. შესაძლოა, ორჯერ უფრო გამყარდეს ურთიერთობა. რა თქმა უნდა, იმ ბზარის გამთელებასაც დრო სჭირდება, მაგრამ კარგი საქციელით აუცილებლად გადაიფარება. სწორედ სიყვარული არის საქციელი და არა – ლამაზი სიტყვები, რომელთა თქმა ყველას შეუძლია.

— სწორედ მაგ ლამაზ სიტყვებს მიჰყავს ადამიანი შეცდომამდე.

– იმიტომ, რომ სიტყვებს დიდი ძალა აქვთ და გსიამოვნებს, როცა ისმენ, შესაბამისად იმედიც გეძლევა. რატომ იყვნენ პრინცესები ჩაკეტილები კოშკში და რატომ იყო, რომ პრინცს, რომელიც გადაწყვეტდა მის ცოლად მოყვანას, უნდა გამოევლო 9 მთა, 9 ზღვა, უნდა შერკინებოდა გიგანტებს და ა.შ. იმიტომ, რომ იმ პრინცესასაც სცოდნოდა, რომ ის არის ღირსეული ადამიანი, ვინც ბოლომდე იბრძოლა.

იმას კი არ ვამბობ, რომ ჩვენ, გოგონები, პრინცესები ვართ, რა სისულელეა, 21-ე საუკუნეა და ზოგადად თანაბარუფლებიანობის მომხრე ვარ, მაგრამ მე ვარ ასეთი ტიპი, ერთს გამიკეთებ, ათს გაგიკეთებ, ოღონდ ეს ყველაფერი მსიამოვნებს და იმიტომ ვაკეთებ, მაგრამ, როცა ასს ვაკეთებ და ერთს არ აკეთებ, ბოდიში!

— რას ნანობთ, რას გააკეთებდით სხვანაირად, რაიმეს შეცვლა რომ შეიძლებოდეს?

– ვნანობ, რომ თავის დროზე დედაჩემს არ მოვუსმინე, მაგრამ არ ვნანობ, რომ შვილი მყავს. ყველაფერს ორი მხარე აქვს. მე მაქვს ასეთი ლოგიკა: ჯობია, გავაკეთო და ვინანო, ვიდრე არ გავაკეთო და მერე შეიძლება ვიფიქრო, რომ გამეკეთებინა, შესაძლოა, ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო-მეთქი.

— ცხოვრება ყველას ინდივიდუალურ გაკვეთილებს უტარებს. თქვენ რა გასწავლათ, რა ქალური გამოცდილება დაგიგროვდათ?

ის, რომ მარტივად არ უნდა ვენდო ადამიანებს, ვისწავლე ადამიანების გამოცნობა. გვერდით არ მყავს ისეთი ვინმე, ვისაც არ ვენდობი. შურიან, უმადურ, ბოღმიან და ბოროტ ხალხთან ვეღარ ვმეგობრობ. შორს ჭორიკანა ხალხი, რაში მჭირდება! ვისწავლე ის, რომ მაქსიმალურად ვიყო მშვიდად. რაღაცებს არ უნდა მისცე საშუალება, ცხოვრება გაგიმწარონ.

— კიდევ გათხოვდებით?

– არა. ახლა ჩემი თავი გათხოვილი ქალის ამპლუაში იმდენად ვერ წარმომიდგენია, რომ ძალიან დიდი ხანი ამ ნაბიჯს არ გადავდგამ.

— და მაინც, თუ გადადგამთ, რა შემთხვევაში?

– როდესაც შემიყვარდება ადამიანი, ძალიან კარგად გავიცნობ, ბოლომდე დავრწმუნდები მასში. მერე უკვე ვიფიქრებ გათხოვებაზე. მე მყავს 8 წლის ბიჭი, ნოდარიკო და არ მინდა, ის დაზარალდეს ამ ყველაფრით, ამიტომ ძალიან დიდხანს არ ვგეგმავ ოჯახის შექმნას.

— ძალიან ბევრი ტატუ გაქვთ, გაკვირდებით და ბოლომდე მაინც ვერ დავითვალე. სილამაზის გულისთვის გაიკეთეთ თუ თქვენი ცხოვრების ეპიზოდებს ასახავს?

– თითოეული ტატუ ჩემი ცხოვრების რაღაც ეპიზოდს ასახავს. 20 ტატუ მაქვს და ყველას თავისი მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ სილამაზისთვის არც ერთი მაქვს გაკეთებული. გარდა იმისა, რომ ლამაზია, ტარება უნდა შეგეძლოს. მაგალითად, ზურგზე მაწერია ჩემი ოჯახის წევრების სახელების პირველი ასოები – ბებიაჩემის, ნოდარიკოსი, ელიზბარის, რუსკასი, თამრიკოსი და ახლა მივამატე ილია.

ხელებზე სამყაროს 4 ელემენტი მაქვს ამოსვირინგებული, ერთი ცისკენ, მეორე მიწისკენ და მე ვარ შუაში. მაქვს ასევე თევზები, ერთი კონკრეტული თარიღი, მორზეს ანბანი, ლამაზი ფოთლოვანი ყვავილი, ასევე – მკერდის ქვემოთ, მარჯვენა ნეკნზე მახატია კატა, ასევე მაქვს ფენიქსი და ნემსიყლაპია, ერთი წარწერა მაქვს და ა.შ.

გიორგი საკარული, სარკე (ფოტოებზე: ნინუცა დასთან, რუსკა მაყაშვილთან ერთად და ნინუცას დედა თამარ მაყაშვილი)