ნინი შერმადინი “მისის პლანეტა 2018”-ის გამარჯვებული გახდა – “მსოფლიოს ყველა წარმომადგენელი ფეხზე წამოდგა” – ვიდეო

ნინი შერმადინი "მისის პლანეტა 2018"-ის გამარჯვებული გახდა - "მსოფლიოს ყველა წარმომადგენელი ფეხზე წამოდგა" - ვიდეომომღერალი ნინი შერმადინი გათხოვილი ქალების სილამაზის კონკურსის “მისის პლანეტა 2018”-ის გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ეკა მგალობლიშვილი წერს.

“Mrs Planet-2018 Nini Shermadini -Georgia ჩვენ გავიმარჯვეეეეეთთ!!!!!”

“ეს გოგონა არის საქართველოს მარგალიტი!!! უნდა ვიამაყოთ, რომ ნინი შერმადინი ქართველია!!! მიჭირს იმ ემოციების გადმოცემა, რაც დღეს დარბაზში ხდებოდა… მსოფლიოს ყველა წარმომადგენელი ფეხზე წამოდგა, როდესაც ქართველი კონკურსანტი წარდგა ჟიურისა და მაყურებლის წინაშე“. – ასე დაწერა რამდენიმე საათის წინ ეკა მგალობლიშვილმა ფეისბუქში.

კონკურსი ბულგარეთში ჩატარდა. ნინი შერმადინი ორგანიზატორებმა საქართველოში შეარჩიეს და პირდაპირ ფინალში გადაიყვანეს, სადაც ქართველმა მომღერალმა გაიმარჯვა.

Gepostet von Eka Mgaloblishvili am Donnerstag, 8. November 2018

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018