ნინი ქარსელაძე მაია დარსმელიძეს: ,,ნაცების სიყვარულმა დაგაკარგვინა ადამიანობა, ჰოდა, ამიტომაც მიიღე საკადრისი პასუხი!“

ნინი ქარსელაძე მაია დარსმელიძეს: ,,ნაცების სიყვარულმა დაგაკარგვინა ადამიანობა, ჰოდა, ამიტომაც მიიღე საკადრისი პასუხი!“მომღერალი ნინი ქარსელაძე თავის კოლეგას, მაია დარსმელიძეს ჯგუფ ,,ქუჩის” ბიჭების კრიტიკისთვის გაუნაწყენდა და საახალწლო კონცერტზე მაია დარსმელიძის ნამღერი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„მაია დარსმელიძე ქუჩის ბიჭების გამოსვლაზე: „ეგ იყო კატასტროფა”

მაია, რადგან არ დაიცავი არაფერი, არც ურთიერთობა და არც ის ლინკი, რაც ჩვენ შორის არსებობდა, მეც ასევე გიპასუხებ. ახალ წელს ისე იმღერე, კატასტროფაც კი არ ითქმის, ვიდეო მოვჭერი, რადგან აქ ჩემი საყვარელი ადამიანი, რომა რცხილაძე მღერის.

მე ერთხელ სტატუსში დავწერე, რომ ამ პრინციპით ვცხოვრობ და არ ვარღვევ-თქო, მაგრამ შენ აღმოჩნდი ადამიანი, რომლის გამოც დავარღვიე! ასეთი გამოსვლების პატრონმა სხვებზე არ უნდა წერო! იმედია, ეს არის პირველი და უკანასკნელი მსგავსი პოსტი, დარწმუნებული ვარ, არასოდეს დაგემსგავსებით!

P.S. ნაცების სიყვარულმა დაგაკარგვინა ადამიანობა, კოლეგიალობის შეგრძნება, ჰოდა ამიტომაც მიიღე საკადრისი პასუხი!“.

Gepostet von Nini Karseladze am Montag, 19. November 2018