ნიკა ხაჩიძე მაია ასათიანთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს – ,,მერე რა, რომ დეკემბერი დგება”

ნიკა ხაჩიძე მაია ასათიანთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს - ,,მერე რა, რომ დეკემბერი დგება",,მერე რა, რომ დეკემბერი დგება” – დაწერა ფეისბუქში ტოქ შოუ ,,პროფილის” პროდიუსერმა ნიკა ხაჩიძემ და გადაცემის წამყვან მაია ასათიანთან ერთად გადაღებული ფოტო გაოაქვეყნა.

ნიკას და მაიას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ ერთმანეთთან. ნიკა ,,სარკესთან” ყვებოდა:

– მაია ძლიერია. ორმაგად დატვირთულ რეჟიმში ვმუშაობთ, ისიც საქმეზეა ორიენტირებული და ჩვენც.

ერთი გუნდი ვართ. რაღაც თემაზე განსხვავებული აზრი გვაქვს, მაგრამ ჩვენი არგუმენტებით ყოველთვის შეთანხმებამდე მივდივართ და ვირჩევთ საუკეთესოს. ძალიან რთულია გუნდის მართვა. ბუნებრივია, ეს მაიას პრეროგატივაა და ამას ფანტასტიკურად ახერხებს, რადგან იცის მოსმენა, ყველაფერს აანალიზებს და სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. მასთან მუშაობა ჩემთვის ძალიან კომფორტულია.

შემიძლია თითოეულ თანამშრომელზე ვთქვა, რომ ჩემი ოჯახის წევრები არიან, ყველაზე მეტ დროს მათთან ვატარებ. განაგრძეთ კითხვა…