„მორგში“ სამი დღე და ღამე მიცვალებულზე მეძინა” – ყოფილი პატიმარი

„მორგში“ სამი დღე და ღამე მიცვალებულზე მეძინა" - ყოფილი პატიმარიყოფილი პატიმარი გიორგი გოგლიჩიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სამი დღე-ღამე „მორგში“ მიცვალებულზე ეძინა. ეს განცხადება გოგლიჩიძემ ქუთაისის თეატრში საზოგადოებრივი მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ შეხვედრაზე გააკეთა.

-მე ვარ ყოფილი პატიმარი. დამაკავეს 2011 წელს და 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნები და ბიძინა ივანიშვილი რომ არა, ასევე თითოეული თქვენგანი რომ არ ყოფილიყო, რომლმაც უარი უთხარით იმ მოძალადე რეჟიმს, მე დღეს თქვენ წინაშე უბრალოდ ცოცხალი ვერ ვიქნებოდი.

ეს ეტლი არის იმ „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. ჩვენ გვახსოვს ქუჩაში ჩახოცილი არაერთი ადამიანი. დღემდე ეძებს ხალხი სამართლიანობას, თუმცა სამართლიანობა არ აღდგა, რადგან ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ სიძულვილის ენით ლაპარაკობს და კიდევ ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს. მე ამაყი ვარ თქვენ წინაშე, რადგან მართლია, ფიზიკურად დამასახიჩრეს, მაგრამ სულიერად ვერ გამტეხეს.

ხალხო, მე ვარ ადამიანი, რომელსაც „მორგში“ სამი დღე და ღამე მიცვალებულზე ეძინა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ის, რის შესახებაც არის „ჰეროკრატია“. იყო საუბარი, თითქოს ამბები გამოგონილია, სიმართლე გითხრათ, ორი სერია ვნახე და მერე სურვილი აღარ მქონდა, მისთვის მეყურებინა. იმ ორ სერიაში უფრო შემსუბუქებული იყო ფაქტები. ბევრად მეტი ხდებოდა იმ ციხეებში, რასაც ცხრა წლის მანძილზე ნერგავდა „ნაციონალური მოძრაობა, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

პირველი არხი