მიხეილ გიორგაძე თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს

მიხეილ გიორგაძე თურქეთის კლინიკაში გადაიყვანესგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციული განყოფილებიდან თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. მას თავის ტვინის დაჟეჟილობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და მენჯის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.

მიხეილ გიორგაძე ავარიაში 18 ნოემბერს მოყვა. შემთხვევა ყვარელში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ხეს შეეჯახა. იგი საჭესთან თავად იჯდა და მანქანაშიც მარტო იმყოფებოდა.

ფორტუნა.ჯი