,,მე და ჩემს შვილებს შუბლის გახვრეტით გვემუქრებიან” – სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა

,,მე და ჩემს შვილებს შუბლის გახვრეტით გვემუქრებიან" - სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩაატარასაპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორს და შსს-ს მი­მარ­თავს. ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი რე­ა­გი­რე­ბას ითხოვს ყვე­ლა იმ უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე, რაც მისი თქმით, მის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი კან­დი­და­ტის თქმით, ,,მას და მის შვი­ლებს შუბ­ლის გახ­ვრე­ტით ემუქ­რე­ბი­ან”:

-ბოლო დღე­ებ­ში 9, 10 და 11 ნო­ემ­ბერს გან­ხორ­ცი­ელ­და ჩემი შვი­ლე­ბის – თე­ი­მუ­რა­ზის და ქე­თე­ვა­ნის, ასე­ვე პი­რა­დად ჩემ მი­მართ მოკ­ლე ტექ­სტუ­რი და ხმო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, სა­დაც ნათ­ლა­დაა გა­მოთ­ქმუ­ლი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რა.

გა­მოკ­ვე­თი­ლად სხვა­დას­ხვა უხამ­სი სი­ტყვე­ბით, სა­მი­ვეს მი­მარ­თუ­ლე­ბით გაჟ­ღერ­და „შუბლს გა­გიხვრი­ტავ“, „თქვენს სის­ხლს დავ­ლევ“… მუ­ქა­რა რე­ა­ლუ­რია, რა­მე­თუ ავ­ტო­რე­ბი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი არი­ან: ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი, თა­ვი­სი­ვე სტა­ტუ­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ და მის მე­თა­უ­რებ­თან.

ძა­ლი­ან შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია ქვეყ­ნის­თვის, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ემუქ­რე­ბი­ან ქალს და მის შვი­ლებს, მა­ნი­პუ­ლი­რე­ბენ სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის სა­ხე­ლით, იმ ძა­ლის, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და ჩემ­თვის პი­რა­დად ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცე­ბის ღირ­სე­ბის და თავ­და­დე­ბის სიმ­ბო­ლოა. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში თან­ხვედ­რი­ლი და იდენ­ტუ­რი ტექ­სტე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ იმა­საც, რომ სხვა­დას­ხვა პი­რე­ბის­გან წარ­მოთ­ქმუ­ლი მუ­ქა­რე­ბი, რე­ა­ლუ­რად ერთ კო­ლექ­ტი­ურ გეგ­მა­ში იწე­რე­ბა.

ინტერპრესნიუსი