,,მარინა ბერიძე, გეყოს, რა! დიდი შეცდომა დაუშვით” – მუსიკოსს ნათია ღლონტის გამო აკრიტიკებენ – ვიდეო

,,მარინა ბერიძე, გეყოს, რა! დიდი შეცდომა დაუშვით" - მუსიკოსს ნათია ღლონტის გამო აკრიტიკებენ - ვიდეოპროექტ ,,მხოლოდ ქართულის”  ჟიურის წევრს, მარინა ბერიძეს სოციალურ ქსელებში კონკურსანტ ნათია ღლონტის გამო აკრიტიკებენ. წერენ, რომ ეს ფერადი, პოზიტიური, ნიჭიერი გოგო მეორე ტურში გადასვლას იმსახურებდა და  ითხოვენ, რომ ნათია პროექტში დააბრუნონ.

,,ვინაა მარინა ბერიძე, რომ წყვეტს გემოვნებას და უგემოვნობას. რატომ უნდა უთხრა ადამიანს, რომ გემოვნების პრობლემა აქვს, როცა ეს ინდივიდუალურია. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვით, ეს გოგო პროექტის მიღმა რომ დატოვეთ”, ,, მარინა ბერიძე და ნიკა გვარამია, მოგმართავთ, დაუშვით გამონაკლისი და დააბრუნეთ პროექტში. გოგონა ძალიან პოზიტიურია და მიეცით საშუალება ქართველ მაყურებელს, დატკბეს მისი მოსმენით. ეს ხალხის არჩევანია. გთხოვთ”, ,,მარინა ბერიძე! იქნებ გეყოს, რა, ასეთი შეფასებები! ხმა ჰქონდა ძალიან კარგი დ რეპერტუარი უნდა შეგერჩიათ. რას ეძებთ და ვის ეძებთ”, ,,აი, ამ ბავშვს როგორ უნდა უთხრა, შორს ხარ სიმღერისგანო. წარმოუდგენელია. ძალიან ნიჭიერი გოგო”… – წერენ ,,ფეისბუქში”.

ძალიან, ძალიან ფერადი და პოზიტიური ნათია ღლონტი

ძალიან, ძალიან ფერადი და პოზიტიური ნათია ღლონტი

Gepostet von მხოლოდ ქართული am Montag, 5. November 2018