მალხაზ მაჩალიკაშვილი – “მთელი სახელმწიფო ორ ადამიანს გვებრძვის. ამასობაში რუსმა ოკუპანტმა საქართველო შეჭამა და ლამის კარზე მოგვაგდგა”

მალხაზ მაჩალიკაშვილი - "მთელი სახელმწიფო ორ ადამიანს გვებრძვის. ამასობაში რუსმა ოკუპანტმა საქართველო შეჭამა და ლამის კარზე მოგვაგდგა"მთელი სახელმწიფო ორ ადამიანს გვებრძვის, ამასობაში რუსმა ოკუპანტმა საქართველო შეჭამა,- ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობაში იმყოფებოდა და აქციას ცოტა ხნის წინ შეუერთდა.

„დღეს პანკისის ხეობაში მომიწია წასვლა ჩემთვის ძალიან სერიოზულ საქმეზე. ვიფიქრე, თემირლანის საფლავს თვალს მოვავლებ-მეთქი და ამასობაში ტელევიზორში ვხედავ, რომ ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანი და დედამისი სასწრაფოს მიჰყავს. მე არ ვიცი, ამ ხელისუფლებას რა უნდა ველაპარაკო. მთელი სახელმწიფო ორ ადამიანს გვებრძვის. ამასობაში რუსმა ოკუპანტმა საქართველო შეჭამა და ლამის კარზე მოგვაგდგა. ამ ხელისუფლებას მივმართავ – რას ფიქრობს?! ასეთი ადამიანები ბიბლიაში არ არიან ნახსენები, ასეთი ადამიანები ყურანში არ არიან ნახსენები, საიდან მოვიდნენ. მოდით, მართლა მთელი საქართველო გამოვიდეს. დაისაჯონ ის ადამიანები, ვისაც სისხლში აქვთ ამოსვრილი ხელები. მთელ საქართველოს ვთხოვ, ემიგრანტებს, ჩამოვიდნენ და მიხედონ საქართველოს. ეს ვის ხელში ვართ. როგორ შეიძლება ბავშვების ხოცვა, როგორ შეიძლება თავიანთი ინტერესის გამო ტერაქტების მოწყობა, როგორ შეიძლება საძინებელში საკუთარ ლოგინში ბავშვების დახვრეტა? ეს ვის გაუგია? ხელისუფლებაში თუ ვინმეა საღად მოაზროვნე ადამიანი მივმართავ, ძალიან გთხოვთ, ნუ გადაკიდებთ ამ ორ ერს ერთმანეთს,”- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018