ლელა კაკულია: ,,ჩემი შვილი მინისტრი გახდება”

ლელა კაკულია: ,,ჩემი შვილი მინისტრი გახდება"თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები და ვინ დაიკავებს თანამდებობებს ახალ პარლამენტსა და მთავრობაში,  ამის შესახებ ლელა კაკულია ,,პრაიმტაიმთან” საუბრობს:

– წვრილი დაპირისპირება იქნება. პარტიები ერთმანეთს დაჭამენ, როგორც ყოველთვის, მაგრამ ეს არ იქნება მნიშვნელოვანი. ყველაფერი კარგად ჩაივლის.
– თქვენი აზრით? რომელი პარტიები მოხვდებიან პარლამენტში?
– „ქართული ოცნება“, ნაციონალური მოძრაობა“, ასევე მნიშვნელოვანი ხმების რაოდენობით „რესპუბლიკელებიც“ გახდებიან წევრები და ვნახოთ. ახალი პარტიების შექმნა გაგრძელდება. მე ამას ჯერ კიდევ როდის ვწინასწარმეტყველებდი, გიორგი ბრწყინვალეზე რომ ვამბობდი, გიორგი თარგამაძეს ეგონა, რომ სწორედ ის იყო, არადა ვიცოდი, რომ ჟურნალისტიკაში დაბრუნდებოდა და ვერ მიაღწევდა წარმატებას. ასევე ვუწინასწარმეტყველე ჯაბა იოსელიანს, რომ ციხეში მოხვდებოდა და რომ გამოვიდოდა, დიდ იუბილეს გადაუხდიდნენ თეატრში. ეს ყველაფერი  ზუსტად ახდა და მის იუბილეზე პატრიარქიც კი იყო მისული.
რას გვეტყვით ახალ პოლიტიკურ ლიდერებსა და ქალ ლიდერებზე?
– რაც შეეხება ახალ ლიდერებს, ზურაბ ჯაფარიძეა საინტერესო პერსონა, თუმცა მე მას მომავალ საგარეო საქმეთა მინისტრად უფრო ვხედავ.ძალიან კარგი მინისტრი იქნება ამ მიმართულებით. ქალებში სალომე ზურაბიშვილი ძალიან ძლიერი ქალია. მაია ფანჯიკიძის მომავალსაც ვხედავ. ის არსად წავა.

ერთს გეტყვით, ჩემი ქალიშვილი ემზადება პოლიტიკისთვის და ის ძალიან სერიოზულ ადგილს დაიკავებს, ერთ-ერთი წამყვანი მინისტრი გახდება. თან წინასწარმეტყველური უნარებიც აღმოაჩნდა. თუმცა ამ უნარებს არ ვუღვივებთ. პოლიტიკაში ეს ყველაფერი მას დაეხმარება. ახლა განათლებას უცხოეთში იღებს და იქიდან ძალიან ძლიერი და ჩამოყალიბებული დაბრუნდება.

პრაიმტაიმი 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018