კახა კალაძე: ,,ვერც ანა დოლიძეს და ვერც ერთ ადამიანს ვეღარავინ განდევნის”

კახა კალაძე: ,,ვერც ანა დოლიძეს და ვერც ერთ ადამიანს ვეღარავინ განდევნის"საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ანა დოლიძის განცხადებას, რომ გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტად არჩევა ნიშნავს არასტაბილურობას ქვეყანაში, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი  გამოეხმაურა.

“არჩილ ტატუნაშვილმა გიორგი ანწუხელიძის მსგავსად, უარი თქვა ოკუპანტებისთვის ქედის მოდრეკაზე. ვისაც მის წამებით მკვლელობაზე უნდა ეპასუხა, ივანიშვილმა ციხეში ჩასვა (რომა შამათავა და სხვები). თან თბილისში ზის ხელისუფლება, რომელმაც გადასცა რუსეთს ჩვენი მებრძოლების სიები და მთელი ეს პერიოდი წულუკიანი ლობირებს ჰააგის სასამართლოში საქართველოს ჯარისკაცების გამტყუნებას, ხოლო პრეზიდენტ მარგველაშვილის თანამშრომელი ანა დოლიძე პირდაპირ რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა ამ საკითხში. ესაა უტყუარი ფაქტები და ამიტომ, სანამ ქვეყანას ივანიშვილი მართავს, ახალ დიდ უბედურებებს უნდა ველოდოთ”, – წერს სააკაშვილი ფეისბუქში.

სააკაშვილის ამ პასუხს თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა:

“ნაცებს ფიზიკური ტერორის შესაძლებლობა აღარ აქვთ და სიტყვიერი ტერორით იკმაყოფილებენ ძალადობის ჟინს. მეორე ტურში გასვლამ საკუთარ თავზე კონტროლი დააკარგვინათ. ხელისუფლების კრიტიკაში ანა დოლიძეს უკან არასოდეს დაუხევია. დღეს კი, როცა გამოდის და თავის პოზიციას, აზრს აფიქსირებს, ისეთს, რაც ვიღაცისთვისაა მიუღებელი, თავს დაესხნენ, როგორ გაბედა ჩვენი კრიტიკაო. მცდელობების მიუხედავად, არ იმალება ნაცებში ძალადობის მოთხოვნილება.

მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები ვართ და ვერც ანა დოლიძეს და ვერც ერთ ადამიანს, საკუთარი განსხვავებული აზრის გამო, ვეღარავინ განდევნის.
ძალადობას საქართველოში მომავალი არ აქვს!” – წერს კალაძე.