ჯარისკაცებს უცნობი ძვირადღირებული კერძებით გაუმასპინძლდა

ჯარისკაცებს უცნობი ძვირადღირებული კერძებით გაუმასპინძლდაუცნაური შემთხვევა ისრაელის ერთ-ერთ კაფეში – ისრაელის ერთ-ერთ კაფეში შევიდა 25 ჯარისკაცი. მათ შეუკვეთეს 25 ჰამბურგერი და კოკა კოლა. თუმცა 15 წუთის მერე მათი სუფრა გაივსო საუკეთესო სტეიკებითა და სხვადასხვა ძვირადღირებული კერძებით. გაკვირვებულმა ჯარისკაცებმა ერთმანეთს მიაშტერდნენ, რადგან ეგონათ, რომ ოფიციანტს შეცდომა მოუვიდა. მათ მიმტანს უთხრეს, რომ მსგავსი რამ არ შეუკვეთიათ, რაზეც მათ მენეჯერმა მოახსენა, რომ ამ ყველაფერზე უცნობმა მამაკაცმა გადაიხადა თანხა. მას არც თავისი ვინაობა გაუმხელია, არც საკონტაქტო დაუტოვებია. მან უბრალოდ დაიბარა: ” მადლობა, ჯარისკაცებო, ყველაფრისათვის…” .

ფაქტები.ჯი