გიორგი ვაშაძე: ,,ხალხმა მოგვცა მანდატი, რომ ხელისუფლება შეიცვალოს”

გიორგი ვაშაძე: ,,ხალხმა მოგვცა მანდატი, რომ ხელისუფლება შეიცვალოს"გაერთიანებული ოპოზიცია ამ წუთებში ფილარმონიაში თავის მხარდამჭერებს ხვდება. გიორგი ვაშაძემ იქ შეკრებილ საზოგადოებას მიმართა:

-ხალხმა მოგვცა მანდატი, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. დღეს საქართველო უზარმაზარი საფრთხის წინაშე დგას. იმ 800 ათასმა ადამიანმა მართლა საოცრებას გაუძლო. წრმოიდგინეთ, რა ხდებოდა ბოლო თვის გამნმავლობში. ჩვენ ვცხოვრობდით სამყაროში, სადაც ქურდულ სამყაროსა და სამართლადამცავებს შორის არანაირი განსხვავება არ იყო, ჩვენ ვცხოვრობდით  სამყაროში, სადაც კაცი დაგვიჭრეს ონის რაიონში… ამას ჩვენ უნდა შევეგუთ?.. ეს იყო ღირსების ხმა 800 ათასი ადამიანისგან.

დღეიდან ვიწყებთ ახალ ბრძოლას. გავიმარჯვებთ სიმართლით…