,,გაუშალეთ სუფრა ამ მოხუცს, მე ვიხდი!” – რა მოხდა მდიდრების რესტორანში

,,გაუშალეთ სუფრა ამ მოხუცს, მე ვიხდი!" - რა მოხდა მდიდრების რესტორანშიცნობილმა აზერბაიჯანელმა მილიარდერმა, მუბარიზ მანსიმოვმა, თურქეთი აალაპარაკა. ამის შესახებ სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია.
,,ერთ-ერთ ძვირადღირებულ რესტორანში სადილობის დროს მილიარდერმა დარბაზში შესული მოხუცი ქალბატონი დაინახა, რომელმაც დაწესებულების მენეჯერს მცირეოდენი საკვები სთხოვა. რესტორნის თანამშრომლებმა მოხუცის დარბაზიდან გაყვანა დაიწყეს. ამ ფაქტის მომსწრე მუბარიზ მანსიმოვმა მენეჯერი იხმო და იკითხა, თუ რატომ აგდებდნენ მოხუცს.
მენეჯერმა განუცხადა, რომ რესტორანი მდიდარ და ცნობილ ადამიანებზე იყო გათვლილი და მოხუცი იქ სადილს ვერ შეძლებდა.
მილიარდერმა მენეჯერს განუცხადა: მინდა, რომ აქ მყოფ თქვენს კლიენტებს თავაზიანად დაატოვებინოთ დარბაზი, მე ვხურავ დღეს თქვენს რესტორანს. თქვენს კლიენტებს ნებისმიერ რესტორანში შეუძლიათ ისადილონ. მოხუცებულს კი გაუშალეთ ყველაზე ძვირფასი სუფრა ჩემს ხარჯზე და გადაეცით, რომ შეუძლია ისადილოს და ივახშმოს თქვენს რესტორანში – ყოველდღე. მე ვიხდი.
ცნობისათვის, მე-20 საუკუნის დასაწყისში ცნობილმა აზერბაიჯანელმა მილიონერმა, გაჯი ზეინალაბდინ ტაგიევმა, გერმანიაში, ერთ-ერთ რესტორანს შეუკვეთა მაგიდა 100 წლის ვადით და გადაიხადა თანხა, რათა ნებისმიერი აზერბაიჯანელი, ვინც ოდესმე ამ რესტორანში შევიდოდა და თანხა არ ექნებოდა, პრობლემა არ შექმნოდა”.