გარდაბანში პედაგოგი მე-11 კლასელი გოგოს სექსუალური შევიწროების ბრალდებით დააკავეს

გარდაბანში პედაგოგი მე-11 კლასელი გოგოს სექსუალური შევიწროების ბრალდებით დააკავესგარდაბანში 75 წლამდე მასწავლებელი მე-11 კლასელი გოგოს სექსუალური შევიწროების ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოხდა.

როგორც ,,პრაიმტაიმს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება იძულების მუხლით, კერძოდ, სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, გულისხმობს ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

ჩადენილი დანაშაული არასრულწლოვანის მიმართ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 18 თვემდე ან გამოსასწორებელი ვადით ორ წლამდე.

სალომე ნეფარიძე, პრაიმტაიმი