,,ეს ვიდეო რომ ვნახე, ტატა უკვე აღარ მყავდა, ტელეფონი ხელიდან გამივარდა” – თიკო ჩხეიძე – ვიდეო

,,ეს ვიდეო რომ ვნახე, ტატა უკვე აღარ მყავდა, ტელეფონი ხელიდან გამივარდა" - თიკო ჩხეიძე - ვიდეოაგვისტოში ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და ყოფილი მოდელის, თაკო ჩხეიძის ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მათი 9 წლის ტატიანა დენის დარტყმით გარდაიცვალა. ტატა უნიჭიერესი გოგონა იყო, ის ბალეტზე დადიოდა და ბალერინობაზე ოცნებობდა, ძალიან კარგად სწავლობდა და ბევრი ოცნება ჰქონდა, მაგრამ ერთ საბედისწერო დღეს ყველაფერი შეიცვალა. ვიდეოში, რომელიც თიკომ ინსტაგრამში გამოაქვეყნა, ტატა თავის ,,იდუმალ” სამყაროზე საუბრობს, სადაც ,,უჩინარია”…

,,ეს ვიდეო რომ ვნახე, ტატა უკვე აღარ მყავდა, ტელეფონი ხელიდან გამივარდა" - თიკო ჩხეიძე - ვიდეო,,ეს ვიდეო პირველად რომ ვნახე, ტატა უკვე აღარ მყავდა… ტელეფონი ხელიდან გამივარდა…
შეეცადეთ, დატკბეთ ყოველი დღით თქვენს შვილებთან ურთიერთობით! ადამიანს შვილზე დიდი ბედნიერება არ გააჩნია. მათ ზემოთ არაფერი დგას, გარდა ღმერთისა (ღმერთი, რომელზეც რაც არ უნდა ნაწყენი იყო ან გაბრაზებული, მაინც თავდახრილი თხოვ მიტევებას).

შვილი არის გვირგვინი, სინათლე ადამიანის ცხოვრების. შეეცადეთ, აუსრულოთ მათ სურვილები, უბრალოდ არ უნდა დაგეზაროთ მათი სურვილის მოსმენა, მათთან საუბარი. აღმოაჩენთ, რომ მათ ჩვენთან ჩახუტების და სიყვარულის გარდა თითქმის არ აქვთ სხვა სურვილები… და რამდენ სიყვარულს ვკარგავთ ყოველდღე…”, – წერს თიკო ჩხეიძე და ვიდეოს აქვეყნებს.

უბედური შემთხვევა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოხდა.

View this post on Instagram

ეს ვიდეო პირველად რომ ვნახე ტატა უკვე აღარ მყავდა.. ტელეფონი ხელიდა გამივარდა.. შეეცადეთ დატკბეთ ყოველი დღით თქვენ შვილებთან ურთიერთობით!ადამიანს შვილზე დიდი ბედნიერება არ გააჩნია.მათ ზემოთ არაფერი დგას გარდა ღმერთისა (ღმერთი რომელზეც რაც არ უნდა ნაწყენი იყო ან გაბრაზებული მაინც თავდახრილი თხოვ მიტევებას)შვილი არის გვირგვინი, სინათლე ადამიანის ცხოვრების.შეეცადეთ აუსრულოდ მათ სურვილები,უბრალოდ არ უნდა დაგეზაროთ მათი სურვილის მოსმენა ,მათთან საუბარი.აღმოაჩენთ რომ მათ ჩვენთან ჩახუტების და სიყვარულის გარდა თითქმის არ აქვთ სხვა სურვილები.. და რამდენ სიყვარულს ვკარგავთ ყოველდღე…

A post shared by Tina (@tinatinchkheidze) on