ეს უნდა იცოდეთ: ,,მიკროსაფინანსოებიდან ურეკავენ მოვალეებს, 5-10 ლარი ჩარიცხეთო”

ეს უნდა იცოდეთ: ,,მიკროსაფინანსოებიდან ურეკავენ მოვალეებს, 5-10 ლარი ჩარიცხეთო"ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა იმ ადამიანებს აფრთხილებს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არიან. ის ფეისბუქში წერს:
„ერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა დავწერო ახლა.
მოკლედ, კი იცით, რომ ე.წ. “შავ სიაში” მყოფ ადამიანებს, რომელთა ვალის ძირი თანხა 2000 ლარამდე შეადგენს, 15 დეკემბრიდან ვალი უნულდებათ. თუ ადამიანს რამდენიმე სესხი აქვს სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში და თითოეული იმ სესხის ძირი თანხა 2000 ლარამდეა, “შავი სიიდან” ამ ადამიანებსაც ამოშლიან და თითოეული ასეთი სესხი გაუნულდებათ.
პირობა ასეთია, რომ ე.წ. პრობლემური სესხის მქონე პირს 2018 წლის იანვრის შემდეგ არ უნდა ჰქონდეს გადახდილი არც ერთი ლარი იმ მიკროსაფინანსო კომპანიისთვის, სადაც ვალი (ან რამდენიმე ვალი) აქვს – ანუ ცვლილება და ე.წ. ვალის განულება შეეხება პირს, ვისაც აქვს 2000 ლარამდე ვალი (ძირი თანხა) და 2018 წლის შემდეგ არაფერი არ აქვს გადახდილი მსესხებელი კომპანიისთვის, რის გამოც მისი სესხი პრობლემურად ითვლება.

ახლა რა ხდება: უკვე რამდენიმე ადამიანმა მითხრა/მომწერა შემდეგი რამ: იმ კონკრეტული მიკროსაფინანსოებიდან, სადაც ადამიანს აქვს ვალი აღებული 2000 ლარამდე და 2018 წლის შემდეგ არაფერი გადაუხდია – ურეკავენ ადამიანებს და ეუბნებიან: თქვენ გაქვთ ამდენი და ამდენი სესხი, გაქვთ დავალიანება და თუ გინდათ სესხის გადანაწილებაზე მოვილაპარაკოთ, მინიმუმ 5 ლარი მაინც ჩარიცხეთ ახლა ჩვენთანო და შემდეგ უკვე გადახდის გრაფიკზე მოვილაპარაკოთო, რა დავალიანებაც გაქვთ ჩვენთან, იმის ნახევარს გადაგახდევინებთ მარტო, ან შეიძლება უფრო ნაკლებსაც, მთავარია რამე თანხა დააფიქსიროთ ახლა ჩვენს ანგარიშზეო…
ზოგს ეუბნებიან – თქვენი დავალიანება ამდენი და ამდენია, მაგრამ მზად ვართ, მხოლოდ ის თანხა გადაგახდევინოთ, რაც თავიდან გამოიტანეთ სესხად ჩვენგანო (ანუ ძირი თანხა), ამისთვის კი საჭიროა, 5 ან 10 ლარი მაინც ჩარიცხოთ ჩვენს ანგარიშზეო ამ დღეებშიო…

ანუ რა გამოდის: მსესხებელს, რომელსაც 2018 წლის მერე არაფერი არ აქვს გადახდილი ვალის დასაფარად და რომელიც ხვდება ე.წ. “შავ სიაში” და ვალი გაუნულდება – ურეკავენ მიკროსაფინანსოები და ჩათლახურად სთავაზობენ, თუნდაც 5 ლარი გადაიხადოს ადამიანმა მათ ანგარიშზე, რომ მერე “გადახის გრაფიკი შესთავაზონ”, ან “მხოლოდ ძირი თანხა გადაახდევინონ”…

რეალურად კი, გამოდის შემდეგი: თუკი პირი წამოეგება მათ ანკესს და თუნდაც 5 ლარს გადარიცხავს ახლა მათ ანგარიშზე, ის ავტომატურად გახდება ცუდი, მარა მაინც – ე.წ. გადამხდელი და დიდი ალბათობით, მომენტალურად ამოვარდება იმ “შავი სიიდან”, რომელშიც ახლა იმყოფება და ახალი ინიციატივის შედეგად, ვალი უნულდება 15 დეკემბრიდან…

ხოდა, ვერ გავიგე ახლა, ეს რა წესია? რას ნიშნავს ასეთი საქციელი? რატომ სთავაზობენ ეს მიკროსაფინანსოები თავიანთ კლიენტებს ამ ტიპის ჩათლახურ შეთავაზებებს? ფონდმა “ქართუმ” ხომ შეისყიდა “შავ სიაში” მყოფი ადამიანების ვალები და თავად აპირებს მათ გადახდას? ხოდა, მაშინ ეს საქციელი რას ნიშნავს და რა ჰქვია ამას? რატომ შეჰყავთ ადამიანები შეცდომაში მიკროსაფინანსოებს, ასეთი შეთავაზებებით? ამაზე რეაგირება არ უნდა მოხდეს?

ამათი გამოსწორება ხო არ იქნება, რა! ეს წურბელები ესენი!“.