დეპუტატი ოქრიაშვილი: ,,თუ ადამიანს აქვს დაბალი შემოსავალი, მას ჰგონია, რომ 10 ლარიანი მედიკამენტი არის ძვირი”

დეპუტატი ოქრიაშვილი: ,,თუ ადამიანს აქვს დაბალი შემოსავალი, მას ჰგონია, რომ 10 ლარიანი მედიკამენტი არის ძვირი",,თუ ადამიანს აქვს დაბალი შემოსავალი, მას ჰგონია, რომ 10 ლარიანი მედიკამენტი არის ძვირი. ეს არის ოპტიკური ტყუილივით”, – ამის შესახებ კომპანია პსპ-ს დამფუძნებელმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა გადაცემაში ,,ბიზნესკონტაქტი”. მისი თქმით, დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლია არ არსებობს და ბაზარი თავისუფალია.

-ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია გადასულია ზეკონკურენციაში, არ არსებობს არანაირი შეთანხმებები, არ არსებობს მონოპოლია, ბაზარი შეზღუდული არ არის. ამის დასტური ის კომპანიებიც არის, რომლებიც ბოლო წლებში გაიზარდა. ბაზარი არის აბსოლუტურად ღია, დახურული რომ იყოს, „ჰუმანითი ჯორჯიაც“ ვერ შემოვიდოდა და ახალი აფთიაქებიც არ გაიხსნებოდა.

ზეკონკურენცია არის ისეთი რამ, როდესაც კომპანიები მედიკამენტებს ყიდიან თვითღირებულებაზე დაბალ ფასში. ამან შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა კომპანიების მასშტაბის შემცირება ან ბაზრიდან გასვლა და გაკოტრება.

საქართველოში ფასები არ არის მაღალი. სამწუხაროდ, საქართველოში მოსახლეობის შემოსავალი არის დაბალი, თუ ადამიანს აქვს დაბალი შემოსავალი, მას ჰგონია, რომ 10 ლარიანი მედიკამენტი არის ძვირი. ეს არის ოპტიკური ტყუილივით, მედიკამენტი მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგია და ის იაფი ვერ იქნება.

რაც შეეხება ფსევდოექსპერტების განცხადებებს, მათ ძალიან უყვართ სხვისი ფულის დათვლა, ჩვენ მათი აზრი არ გვაინტერესებს.

22 წლის ნამძილზე ყოველთვის ვიყავით ორიენტირებული მოსახლეობაზე და მათ შორის ფასებით. თუ რამე მოგება გვქონია, ისევ საქართველოს ეკონომიკაში შეგვიტანია ის, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის შესწავლაზე უარი თქვა.
წყარო ბი.ემ.ჯი, ნიუპოსტი