დაიბრუნა თუ არა მანიკა ასათიანმა მოპარული ნივთები

დაიბრუნა თუ არა მანიკა ასათიანმა მოპარული ნივთებირამდენიმე თვის წინ მოდელისა და ტელეწამყვანის, მანიკა ასათიანისა და კალათბურთელ ბექა წივწივაძის სახლი გაქურდეს. დაიბრუნა თუ არა ნივთები, ამ კითხვაზე მანიკამ ,,სარკეს” უპასუხა.

— უსიამოვნო ამბავი უნდა შეგახსენოთ. რამდენიმე თვის წინ თქვენი ბინა გაძარცვეს. დაიბრუნეთ ნივთები ან რა ეტაპზეა გამოძიება?

– ამ მიმართულებით არაფერია სიახლე. ჩემი ნივთები, რაც სახლიდან წაიღეს, შერჩათ და არც დამნაშავე დაუჭერიათ.

— გამოძიება შეჩერდა?

– სიმართლე გითხრათ, თავიდან ამ ამბავს აქტიურად ვკითხულობდი და ჩაბმულიც ვიყავი. გამოძიება რომ წინ არ მიდის, მეც დავანებე თავი. აზრი არ აქვს, რასაც ვერ გაიგებ, ვერ გაიგებ.

მარი მგალობლიშვილი, სარკე