,,ჩვენ ერთი გზა გვაქვს და ის რუსეთისკენ მიდის” – გივი სიხარულის ინტერვიუ რუსულ ტელეარხზე – ვიდეო

,,ჩვენ ერთი გზა გვაქვს და ის რუსეთისკენ მიდის'' - გივი სიხარულის ინტერვიუ რუსულ ტელეარხზე - ვიდეოსოციალურ ქსელში მსახიობ გივი სიხარულიძის 3 წლის წინანდელი ინერვიუ ვრცელდება, რომელიც რუსეთის ქალაქ ბლაგოვეშჩენსკის ადგილობრივ ტელეარხს მისცა. როგორც სიხარულიძემ განაცხადა, მას დედა რუსი ჰყავდა და ამიტომ კარგად იცნობს რუსულ სულს:
,,მე ვიცი, რას ნიშნავს უბრალო რუსი ხალხი, ეს არის ნამდვილი რუსული სული. ასეთი სული მსოფლიოში არც ერთ ხალხს არ აქვს: ეს არის გულწრფელობა ურთიერთობაში. თუ რუსი მოგენდობა, ის მთელი გულით მოგენდობა”.
რაც შეეხება მის პროფესიულ მოღვაწეობას და დამოკიდებულებას ქართულ კინოსთან, მისი თქმით, ქართული კინო რუსულიდან იღებს სათავეს, ყველა ჩვენს დიდ რეჟისორსა და მსახიობს რუსული სკოლა აქვს გავლილი.
გივი სიხარულიძემ რუსულ-ქართულ თბილ ურთიერთობებზე საუბარი ოჯახურ კონტექსტში განაგრძო და განაცხადა, რომ ,,ყველაზე კარგი ნაზავი არის, როცა ქართველ კაცს რუსი ცოლი ჰყავს: ბავშვები ნიჭიერები და ლამაზები გამოდიან”.
მისივე აზრით, საქართველოში ხალხი უკვე რუსეთის მხარეს გადადის, “ქართველები აზრზე მოდიან, პოლიტიკოსებიც გონს მოვლენ და რუსებიც უნდა ეცადონ, რომ ჩვენს ხალხს ისინი ისე უყვარდეთ, როგორც მე მიყვარს. რუსები – ეს არც ჟირინოვსკია და არც გენერალიტეტი”, – აღნიშნა გივი სიხარულიძემ.
კითხვაზე, რატომ წერს რუსულად, მან უპასუხა, რომ სურს, არ დაკარგოს რუსული სიტყვის გემო და არომატი და მის ნაწერებში დევს ორი სული: ქართული და რუსული.

პალიტრა.ვიდეო