,,ჩაკვეტაძე კი არა, მესი ხარო” – რას ყვება გიორგი ჩაკვეტაძე თავის ცხოვრებაზე – ვიდეო

,,ჩაკვეტაძე კი არა, მესი ხარო" - რას ყვება გიორგი ჩაკვეტაძე თავის ცხოვრებაზე - ვიდეორამდენიმე საათის წინ თბილისის ეროვნულ სტადიონზე დასრულდა ერთა ლიგის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და ყაზახეთს შორის.

შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 0:0 დამთავრდა.

მეორე ტაიმში, 59-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის გარღვევას მარცხენა ფლანგზე მისი მაღალი ჩაწოდება მოჰყვა, რომელსაც გიორგი მერებაშვილმა ვარდნაში თავური დაუხვედრა – 1:0.

84-ე წუთზე უკვე თავად ჩაკვეტაძემ გამოიჩინა თავი და ვაკო ყაზაიშვილის გადაცემის შემდეგ მეორე გოლი გაიტანა – 2:0.

შეხვედრის 90-ე წუთზე სტუმრებმა ერთი გოლის გატანა მოახერხეს. ეს გაფურჟან სუიუმბაევმა გააკეთა – 2:1.

საქართველომ ეს მატჩი მოიგო, დააგროვა 16 ქულა და ნახევარფინალურ მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.

ამ მატჩის ვარსკვლავი გიორგი ჩაკვეტაძე გახდა. ვიდეოში, რომელსაც ქვემოთ ვაქვეყნებთ, გიორგი თავის კარიერაზე ყვება.