,,ბიძინა ივანიშვილი მარსზეც რომ გაფრინდეს, ბოლომდე გავყვები” – სალომე გოგიაშვილი

,,ბიძინა ივანიშვილი მარსზეც რომ გაფრინდეს, ბოლომდე გავყვები" - სალომე გოგიაშვილისა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილს დიდი ხა­ნია არც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში წა­უყ­ვა­ნია გა­და­ცე­მა, არც რა­დი­ო­ში, არც ტე­ლე­შო­უ­ებ­ში ჩანს ხში­რად, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. მისი პი­რა­დი თუ საქ­მი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის იწ­ვევს ინ­ტე­რესს. ბოლო დროს ეს ინ­ტე­რე­სი კი­დევ უფრო გამ­ძაფ­რდა, რად­გან პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი.

– ბოლო პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ტი­კუ­რად ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ხართ. ეს რამ გა­ნა­პი­რო­ბა?

– ამას პო­პუ­ლა­რო­ბის გამო არ ვა­კე­თებ. აქ­ტი­უ­რი ვარ იმის­თვის, რომ ძვე­ლი, სის­ხლი­ა­ნი რე­ჟი­მი არ დაბ­რუნ­დეს. არ მიყ­ვარს უტი­ფა­რი, დე­მა­გო­გი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იყ­ვნენ “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში.

– რა მოგ­წონთ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბი­დან და რა არა?

,,ბიძინა ივანიშვილი მარსზეც რომ გაფრინდეს, ბოლომდე გავყვები" - სალომე გოგიაშვილი– ბევ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვეს.ბევ­რმა არას­წო­რად გა­ა­კე­თა თა­ვი­სი საქ­მე, ვი­ღა­ცე­ბი გა­მო­უც­დე­ლო­ბის გამო ცუ­დად წა­რუ­ძღვნენ საქ­მეს, მაგ­რამ დღეს მე არ მე­ში­ნია ტე­ლე­ფონ­ზე ლა­პა­რა­კის, ჩემი აზ­რის გა­მოთ­ქმის. არ მე­ში­ნია, რომ ვი­ღაც ღა­მით და­მად­გე­ბა თავ­ზე და მთელ ჩემს ქო­ნე­ბას გა­და­ი­ფორ­მებს.

ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა­ზე დიდი მი­ნუ­სი უმა­დუ­რო­ბაა. ის დრო რომ და­აბ­რუ­ნო, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც დღეს პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვთ, გა­ბე­დავ­დნენ სტა­ტუ­სე­ბის ასე თა­მა­მად წე­რას ან ხმის ამო­ღე­ბას?..

– ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ადრე ძა­ლი­ან და­გეხ­მა­რათ, რომ ბინა არ და­გე­კარ­გათ. ეს ფაქ­ტო­რიც თა­მა­შობს გარ­კვე­ულ როლს თქვენს პო­ზი­ცი­ა­ში?

– არა­მარ­ტო მე, მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ბევ­რმა უცებ ყვე­ლა­ფერს გა­და­უს­ვა ხაზი. ამ ადა­მი­ან­მა ხელი გა­მი­მარ­თა, და­მეხ­მა­რა… ბი­ძი­ნა პო­ლი­ტი­კა­ში იქ­ნე­ბა თუ მარსზე გაფ­რინ­დე­ბა, სა­დაც დავ­ჭირ­დე­ბი, იქ ვიქ­ნე­ბი და ბო­ლომ­დე გავ­ყვე­ბი, გვერ­დით და­ვუდ­გე­ბი, რო­გორც შე­მეძ­ლე­ბა…

თუ როგორია სალომე გოგიაშვილის პირადი ცხოვრება, ქმართან, ბიზნესმენ ვახო ნიკოლაიშვილთან და ოთხ შვილთან ურთიერთობა, მართლაც აქვს თუ არა უდარდელი ცხოვრება და ა.შ., იხილეთ ჟურ­ნა­ლ  “სარ­კის” მიმდინარე ნომერში