ბერა: ,,ქორწილში ყველაფერი ზომიერების ფარგლებში იყო, ვინაიდან ზომიერება ჩემი ოჯახის დაუწერელი კანონია”

ბერა: ,,ქორწილში ყველაფერი ზომიერების ფარგლებში იყო, ვინაიდან ზომიერება ჩემი ოჯახის დაუწერელი კანონია"რეპერმა ბერამ მისი ქორწილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სოციალური ქსელით უპასუხა:

,,მე არ შე­მიძ­ლია ნა­ხევ­რად სიყ­ვა­რუ­ლი ან მე­გობ­რო­ბა, ნა­ხევ­რად ერ­თგუ­ლე­ბა ან მტრო­ბა. თუ მიყ­ვარს – მიყ­ვარს ბო­ლომ­დე, მთე­ლი გუ­ლით, და ამ სიყ­ვა­რუ­ლის­თვის ვი­მე­ტებ ყვე­ლა­ფერს, რაც მა­ბა­დია: დროს, ემო­ცი­ებს, ძა­ლას და თა­ვად სი­ცო­ცხლე­საც. დღეს, ისე რო­გორც არას­დროს, ჩემს გულ­ში სიყ­ვა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა მე­ფობს. ნიც­შე სიყ­ვა­რულს სი­ნათ­ლეს ადა­რებ­და (“სიყ­ვა­რუ­ლი ნუ­გე­ში არაა, ის თა­ვად სი­ნათ­ლეა”) და მეც გულ­წრფე­ლად მინ­დო­და, რომ ჩემი სიყ­ვა­რუ­ლის სი­ნათ­ლეს, თუნ­დაც ერთი დღით, გა­ე­ნა­თე­ბი­ნა ყვე­ლას გული, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­საც, მაგ­რამ შევ­ცდი.

იმ­დე­ნი წყევ­ლა-კრულ­ვა, ლან­ძღვა-გი­ნე­ბა, ბოღ­მა და შური და­ვი­ნა­ხე, რომ წა­მი­ე­რად კი­ნა­ღამ და­ვე­თან­ხმე ნიც­შეს, რო­მე­ლიც წერ­და, რომ “ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ზე ბო­რო­ტი ცხო­ვე­ლია”. ამი­ტო­მაც ახლა მივ­მარ­თავ მათ, ვისი გო­ნე­ბაც ბოღ­მი­თა და შუ­რით არ არის შე­ბინ­დუ­ლი და ვი­საც უბ­რა­ლოდ მა­ვან­თა პო­ლი­ტი­კურ­მა ან­გა­ჟი­რე­ბამ სი­მარ­თლე არ და­ა­ნა­ხა.

დავიწყებ იმით, რომ ეკლესიიდან არც არავინ გამოუძევებიათ და არც არავისთვის ლოცვა არ აუკრძალავთ. ეს უბრალოდ უტიფარი ტყუილია, რომელიც მის გამავრცელებელთა სინდისისთვის მიმინდვია. ჩემმა აწ უკვე მეუღლემ კი ეკლესიაში მოსვლა 20 წუთით დააგვინა, მხოლოდ იმიტომ, რომ საცობში მოხვდა. შესაბამისად, იოლი მისახვედრია, რომ ჩვენი მანქანების გასატარებლად ქალაქში გზები არავის გადაუკეტავს.

არც ქორწილის მომზადებას და განსაკუთრებით ყვავილების მორთვას მოჰყოლია იმ თანხის ხარჯვა, რაზედაც ასე აპელირებდნენ გაბოროტებული ადამიანები. ყველაფერი ზომიერების ფარგლებში იყო, ვინაიდან ზომიერება ჩემი ოჯახის დაუწერელი კანონია. და თუ იმ დღეს რამეში გამოიხატა ზომიერების დაკარგვა – მხოლოდ მეგობრულ ერთგულებაში, სიყვარულში, სიხარულსა და ერთად დგომაში.

ჩემი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არაფრით არ უკავშირდება ქვეყნის ბიუჯეტსა და სახელმწიფო სახსრებს, შესაბამისად, გაუგებარია კრიტიკოსთა პრეტენზიები დახარჯული სახსრების მოცულობასთან მიმართებაში. არ მესმის, რაზე უნდა ვაბარებდე მათ ანგარიშს?!
ქველმოქმედება სულიერი მოთხოვნილებაა და არა ვალდებულება”.