ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის გრანდიოზული ქორწილი

ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის გრანდიოზული ქორწილი11 ნოემბერს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერმი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვა­ჟის ქორ­წი­ლი იყო. ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა და ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძემ ჯვა­რი სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­ი­წე­რეს. ბე­რას მეჯ­ვა­რე­ე­ბი მისი უმ­ცრო­სი ძმა ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვი­ლი და რე­პე­რი ამი­კო ჯა­ნე­ლი­ძე იყვნენ. სა­დღე­სას­წა­უ­ლო ცერ­მე­ო­ნი­ალ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძა­რი ყვა­ვი­ლე­ბით იყო მორ­თუ­ლი და ტაძ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად იყო გამ­კაც­რე­ბუ­ლი.

ჯვრის­წე­რის შემ­დეგ ქორ­წი­ლი კო­ჯორ­თან მდე­ბა­რე და­სას­ვე­ნე­ბელ კომ­პლექსში, ბიოლი ჰოლში გა­ი­ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის გრანდიოზული ქორწილიმარ­თა. ქორ­წი­ლის­თვის მთლი­ა­ნი კომ­პლექ­სი უამ­რა­ვი ყვა­ვი­ლით იყო მორ­თუ­ლი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხო­ლოდ ყვა­ვი­ლე­ბის­თვის ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი და­ი­ხარ­ჯა. რეს­ტო­რან­ში ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე ულა­მა­ზე­სი ცის­ფე­რი კა­ბით წარ­დგა. სტუმ­რებს შო­რის ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რმი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ქორ­წილ­ში რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა ბე­რა­მაც შე­ას­რუ­ლა.
ამბები.ჯი