ბაღდათში ჭაში ჩავარდნილ მამაკაცს ეძებენ – სამაშველო ოპერაცია გრძელდება

ბაღდათში ჭაში ჩავარდნილ მამაკაცს ეძებენ - სამაშველო ოპერაცია გრძელდებაბაღდათში, სოფელ ობჩაში, ერთ-ერთ ოჯახში 45 წლამდე მამაკაცი ჭას წმენდდა. ამ დროს კედლები ჩამოიშალა და მამაკაცი მიწის მასის ქვეშ მოჰყვა.

სამაშველო ოპერაცია დღის 3 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. სამძებრო სამუშაოებს მიწის ჩამოშლის საფრთხე ართულებს. ჩამოშლილი მიწა მძიმე ტექნიკით ამოიღეს, ამჯერად კი მუშაობა ხელით მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჩატარდა ჭის კედლების გამაგრებითი სამუშაოები.

ირაკლი ვაჩიბერაძე