,,არაკაცები ხართ, ვინც ცოლის გამოგზავნილი ფულებით ,,გულაობთ”, ვინც დედის გამოგზავნილი ფულებით ბლატაობთ” – მაია ბაჩანაშვილი

,,არაკაცები ხართ, ვინც ცოლის გამოგზავნილი ფულებით ,,გულაობთ", ვინც დედის გამოგზავნილი ფულებით ბლატაობთ" - მაია ბაჩანაშვილიმაია ბაჩანაშვილი ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტის ტკივილიან ისტორიას წერს ფეისბუქში:

,,დილით ტრანსპორტში ქალბატონი ამოვიდა შავებში შემოსილი, შავი სათვალით და დაჯდა. მიიქცია ჩემი ყურადღება იმით, რომ ძალიან ჰგავდა ქართველს. სათვალიდან დროდადრო ცრემლი ჩამოუგორდებოდა და მოკრძალებულად იწმენდდა , რომ არავის შეემჩნია, მაგრამ რას დამალავდა, ვგრძნობდი, მზად იყო, ხმით ეტირა. ვგრძნობდი, გული ეს ესაა გაუსკდებოდა ტკივილით და დარდით. თავი ვერ შევიკავე, ვერ გავუძელი მის ტანჯვას, ავდექი და მივედი მასთან.

– ქართველი ხართ, ხო?
არც გამოუხედავს ჩემკენ, ისე მითხრა გაგუდული, ჩუმი ხმით:
– კი, შვილო.
-ნუ ტირით, ძალიან გთხოვთ, – და მეც თავი ვერ შევიკავე, ცრემლი მომერია.

თითქოს ელოდა ვინმეს დალაპარაკებოდა ამ დროს და ამოხეთქა:

– როგორ არ ვიტირო, შვილო, დედა დავკარგე, ვერ დავიტირე, ახლა მეუღლე დამეღუპა და მკვდრის ნახვასაც ვერ ვახერხებ, ვერც დავიტირე, ისე დაიმარხა. ესაა ჩვენი ცხოვრება? სიკვდილი მინდა, ვეღარ ვუძლებ ამ ყველაფერს. წავიდე და, საბუთები არ მაქვს, მერე ჩემს შვილებს ვინ არჩენს.

თავი მომადო და აქვითინდა.
მე ვერაფერს ვეღარ ვაკეთებდი, გავშრი და აი, ამ დროს ბრაზი მომერია, ზიზღი ვიგრძენი ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ემიგრანტი დედის, მეუღლის შრომას, თავგანწირვას და მათ ამაგს არ აფასებენ!

აი, ასე ცხოვრობს სინამდვილეში ემიგრანტი!

ერთი მინდა დავწერო მარტო, ვიცი, ბევრს გულზე მოხვდება, მაგრამ ეს ნაკლებად მაინტერესებს ახლა!
ყველა ის მეუღლე, ვინც ცოლის გაგზავნილი ფულებით ცხოვრობს და ,,გულაობს” საყვარლებში და ამით ამაყობენ კიდეც…. ყველა იმ შვილს, ვინც დედის გაგზავნილი ფულებით ბლატაობენ ძმაკაცებში და მათხოვრულად ხელი აქვთ გაწვდილი – ,,დეე, მანქანა მიყიდე, დეე, ფული გამომიგზავნე…” ან ,,ქალო, ფული აღარ მაქვს, გამოგზავნე” – მინდა გითხრათ, რომ თქვენ კაცები კი არა, არაკაცები ხართ!
კაბები ჩაიცვით და ისე იარეთ, მაინც კაცის სახე გაქვთ დაკარგული!
პ. ს.
ზურაბიშვილს მინდა, კითხვით მივმართო, რომელიც ემიგრაციაში მათხოვრობს ხმებს და იშველიებს იმასმ რომ თურმე ისიც ჩვენსავით ემიგრანტი ყოფილა ოდესღაც…
გამოუცდია ასეთი ტკივილი მას?”.