ანა ნაცვლიშვილი: ,,ნოდარ ვაშაძე შშმ პირია, თეიმურაზ გორჯესტანმა უნდა მოიხადოს ბოდიში!”

ანა ნაცვლიშვილი: ,,ნოდარ ვაშაძე შშმ პირია, თეიმურაზ გორჯესტანმა უნდა მოიხადოს ბოდიში!"პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა, ბოდიში უნდა მოიხადოს.

-თეიმურაზ გორჯესტანმა უნდა მოიხადოს ბოდიში! იმის მიუხედავად, იცოდა თუ არა, ვისზე საუბრობდა. თუ იცოდა და ეს გააკეთა – ამას ბოდიშიც ვერ უშველის! როგორც ცნობილი გახდა, ნოდარ ვაშაძე შშმ პირია, ამაში არც დასამალი, მით უფრო სასირცხვილო არაფერია. რა დარტყმა, რის შავი პიარი ამ თემაზე, ხალხო. საზოგადოება ვართ, ბოლოს და ბოლოს თუ ჯოგი?! ნებსით თუ უნებლიეთ, ნუ ვამისამართებთ ამ ადამიანებს ჩაბნელებული, მოფარებული ოთახებისკენ, ნუ ვაქცევთ ამ საკითხებს ყურში ჩურჩულის და პუტუნის თემად.ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორია, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის შვილი, თეიმურაზ გორჯესტანი, „ძალა ერთობაშია”-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შვილს, ნოდარ ვაშაძეს, დებატებში იწვევს. როგორც თეიმურაზ გორჯესტანმა 21 ნოემბერს, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, მას აინტერესებს, სად არის ნოდარ ვაშაძე.

თუ რას საუბრობს გრიგოლ ვაშაძე ,,სარკესთან” შვილებზე, იხილეთ ამ სტატიაში.