52 წლის კაცმა ამნეზია გაითამაშა და სიდედრს გაექცა

52 წლის კაცმა ამნეზია გაითამაშა და სიდედრს გაექცაიტალიელი მამაკაცი, ქალაქ პიზას მაცხოვრებელი 52 წლის სალვატორე მანინო, რომელსაც ოჯახი და პოლიცია ეძებდა , ედინგურგში იპოვეს. მისი თქმით, ის სიდედრის გამო გაუჩინარდა.
როგორც გაირკვა, მამაკაცმა ამნეზია გაითამაშა და ოჯახი დაარწმუნა, რომ მას არაფერი ახსოვს, შემდეგ კი სახლიდან გაუჩინარდა.

მისი გაუჩინარების შემდეგ ოჯახმა პოლიციას მიმართა. სახლის დათავალიერებისას სამართალდამცავებმა სალვატორეს კომპიუტერში იპოვეს ჩანაწერილი – „როგორ გავუჩინარდეთ“ და „ როგორ მოვაჩვენოთ თავი ისე, თითქოს მეხსიერება დავკარგეთ.“

4 შვილის მამა ბრიტანეთის პოლიციამ ედინბურგში, ერთ-ერთ ეკლესიასთან ახლოს იპოვა. მამაკაცმა პოლიციასთან განაცხადა, რომ სიდედრის გამო გაითამაშა ამნეზია.

„ეს იმიტომ გავაკეთე, რომ სიდედრისთვის თავი დამეღწია. არასოდეს დამიკარგავს მეხსიერება. მინდოდა ჩემი ოჯახისთვის მეჩვენებია, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ვარ.

მინდოდა, ოჯახში ჩემი პოზიცია დამებრუნებინა, როგორც მამისა და ქმრის, რადგან ეს ჩემმა სიდედრმა წამართვა“ – განაცხადა მამაკაცმა.

მანინო პიზადან სექტემბერში გაუჩინარდა და შოტლანდიაში გამეგზავრა. როგორც გაირკვა, ოჯახიდან გაუჩინარებამდე მან €10,500 და ერთი ფურცელი დატოვა. ფული ჩემოდანში იყო მოთავსებული, ფურცელზე კი დაშიფრული კოდი იყო. კოდის გა­შიფვ­რის შე­დე­გად კი ოჯა­ხის წევ­რებ­მა უფ­რო­სი შვი­ლის ასა­კი – 18 მიიღეს.

რაც შეეხება სალვატორეს დაბრუნებას, მისი პოვნით ოჯახი ძალიან ბედნიერია, თუმცა „შოკშია“ სიდედრი. 75 წლის ქალი ამბობს, რომ სიძეს ცუდად არასოდეს მოპყრობია . მისი თქმით, ამ ყველაფრის შემდეგ ერთ სახლში ცხოვრება შეუძლებელია, მაგრამ პატივს სცემს მისი შვილის გადაწყვეტილებას, თუკი ქმართან ცხოვრებას ისევ გადაწყვეტს.

ნიუპოსტი