50 წლის კაცმა მოზარდ გოგონას სქესობრივი ურთიერთობა შესთავაზა – ,,ეუბნებოდა, ვერავინ გაიგებს, რაღაცებს გიყიდიო” – ვიდეო

50 წლის კაცმა მოზარდ გოგონას სქესობრივი ურთიერთობა შესთავაზა - ,,ეუბნებოდა, ვერავინ გაიგებს, რაღაცებს გიყიდიო" - ვიდეორუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, 15 წლამდე გოგონას 50 წლამდე კაცი რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა. სისტემატური თვალთვალის შემდეგ კაცი გოგოს აედევნა და ურთიერთობა შესთავაზა. ამის შესახებ “ინფო რუსთავი” წერს.

ადგილობრივები ყვებიან, რომ კაცი საღამოს საათებში, მოზარდს მისივე სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიბნელეში აედევნა. მათივე თქმით, კაცმა გოგოს ხელი გადაჰხვია, სქესობრივი ურთიერთობა შესთავაზა, არავინ გაიგებსო, უთხრა და სანაცვლოდ რაღაცების ყიდვას დაჰპირდა. გოგომ ამის შესახებ ოჯახის წევრებს უამბო, ამის შემდეგ  ჩაუსაფრდენენ და მისი დაჭერა სცადეს, თუმცა ვერ მოახერხეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

შსს-ში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დადგენილია პირი და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოები.

ინფო რუსთავი