,,21-ე საუკუნის მე-18 წელს ისევ სხვისი ლოგინია აქტუალური” – თამრი ფრენკონი

,,21-ე საუკუნის მე-18 წელს ისევ სხვისი ლოგინია აქტუალური" - თამრი ფრენკონისამოქალაქო აქტივისტი თამრი ფრენკონი ფეისბუქში წერს:

,,სალომე ზურაბიშვილისადმი უკიდურესი ანტიპათიის მიუხედავად, არის რაღაცები, რაც არავისი საქმე არ არის საერთოდ. 21-ე საუკუნის მე-18 წელს წილხვედრში ისევ სხვისი ლოგინია აქტუალური… სალომე ზურაბიშვილის პირადი ცხოვრებით აპელირება არის სრული სიმდაბლე და ვინც ამას აკეთებს, არის უვიცი, გაუნათლებელი და ცხოველისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ოდესღაც მისი წინაპარი წელში გაიმართა (ფოტო რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციიდანაა)”.