19 წლის სოფო არაბული მანქანამ გაიტანა – სოფოს დედა იტალიაში იყო და შვილი დიდი ხნის უნახავი ჰყავდა

19 წლის სოფო არაბული მანქანამ გაიტანა - სოფოს დედა იტალიაში იყო და შვილი დიდი ხნის უნახავი ჰყავდასოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ემიგრაციაში მყოფ დედას შვილი გარდაეცვალა.

როგორც mshoblebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, 19 წლის სოფო არაბული, რომელიც მალე 20 წლის გახდებოდა, ავარიას ემსხვერპლა. გოგონას მანქანა დაეჯახა.

ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, გარდაცვლილის დედა იტალიაში იმყოფებოდა ემიგრანტად და დაახლოებით 3-4 წლის უნახავი ჰყავდა შვილი.

“სოფოს დედა იტალიაში იყო, დაზუსტებით ვერ გეტყვით, დაახლოებით 3-4 წლის უნახავი ჰყავდა შვილი. სად და როდის მოხდა ავარია, არ ვიცით. ყველა შოკში ვართ და ვერ ვკითხულობთ, რა მოხდა. მხოლოდ ის ვიცით, რომ მანქანა დაეჯახა. გასკდა გული ამ შემზარავი ამბით“, – ამბობს გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ახლობელი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018