რას ეუბნება ყველაზე ხშირად შვილი ეკა სამხარაძეს?

რას ეუბნება ყველაზე ხშირად შვილი ეკა სამხარაძეს?უკვე წლებია, რუსთავი 2-ის ეთერიდან ულამაზესი ეკა სამხარაძე მშვიდობიან დილას გვისურვებს.

ეკა ბევრისთვის არის ცნობილი მისი სამსახურებრივი და პირადი ცხოვრების გამოც. ცნობილია, რომ მისი მეუღლე ნოე სულაბერიძე გახლდათ, რომელთანაც ქალიშვილი ლიზა ჰყავს.

თუმცა რამდენიმე წლის წინ მათი ოჯახი დაინგრა და მას შემდეგ ნოე და ეკა ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ბავშვი, ბუნებრივია, დედასთან იზრდება, თუმცა მამა დიდ ყურადღებას აქცევს. ამ ზაფხულს ნოე სწორედ შვილებთან ერთად იყო წასული საბერძნეთში დასასვენებლად.

თანამედროვე სამყაროში, როცა ყველას დროის დეფიციტი აქვს, შვილებთან გატარებული თითოეული წუთი დამატებითი ბედნიერებაა. როგორც “თავისუფალი ასოციაცია” წერს, თურმე ეკას და ლიზას კვირაში ერთი დასვენების დღე აქვთ, ზოგჯერ ვერ თანხმდებიან, დრო სად გატარონ. მაღაზიებში ერთად დადიან, წიგნებსაც ერთად არჩევენ, კაფეებსაც ხშირად სტუმრობენ, კინოსა და თეატრში სიარულიც მოსწონთ.

“ეამაყება, როცა ეუბნებიან, რომ განსაკუთრებული შვილი ჰყავს. ლიზა კარგად სწავლობს, დამოუკიდებლადაც მეცადინეობს. დედა რომ ენატრება, ურეკავს, ქართულში დამეხმარეო, იმიზეზებს.
ეკას ყველაზე ხშირად ორ რამეს ეუბნება: დედა, მიყვარხარ და დედა, მალე მოდი”.

მშობლები