,,ურმებზე 500 ლიტრიანი ღვინის კასრები შემოედგათ და ხალხი ამ ჯარისკაცის შესანდობარს სვამდა”

,,ურმებზე 500 ლიტრიანი ღვინის კასრები შემოედგათ და ხალხი ამ ჯარისკაცის შესანდობარს სვამდა",,უცნობი ჯარისკაცი, რომელიც ვაკის პარკშია დაკრძალული, 22 წლის ქართველი ბიჭია დასავლეთ საქართველოდან. სულ პატარა ქართველმა ბიჭმა ქერჩში დაამთავრა სიცოცხლე… მისი სახელი და გვარი მხოლოდ იმ რამდენიმე კაცმა იცოდა, ვინც ეს ბიჭი ქერჩიდან ჩამოასვენა 1975 წელს, ესენი იყვნენ: გენერალი ჯანჯღავა, გენერალი ყურაშვილი, გენერალი თავართქილაძე, პოლკოვნიკი ჩოხელი და პოლკოვნიკი ქანთარია.
ასობით სამარხში ეძებდნენ ქართველ ჯარისკაცს იქ ჩასული ოფიცრები, ვისაც ქართული საბუთი ექნებოდა ამ უსახელო საფლავებში… და მიაგნეს. ამ ბიჭს მასრაში ჰქონია ჩადებული პატარა ქაღალდი, ზედ სახელი და გვარი ქართულად ეწერა, ამიტომ გადაწყდა მისი გადმოსვენება საქართველოში. არც ერთს გენერალს თუ ოფიცერს მისი ვინაობა არ გაუთქვამს. ის ერთ-ერთია იმ 350.000 ქართველიდან, ვინც შეეწირა უაზრო კაცისმკვლელ ომს.
პოლკოვნიკი ჩოხელი იგონებდა:

,,ჯავშანტრანსპორტიორში ჩავასვენეთ და ისე წამოვასვენეთ. როდესაც საქართველოში შემოვედით, გზადაგზა გაშლილი სუფრები გვხვდებოდა, ხალხი გვეგებებოდა, ტიროდა… როდესაც ზუგდიდში ჩამოვედით, სამი მტირალი შაოსანი ქალი მოგვეგება. თურმე ერთ მათგანს სამი შვილი უგზოუკვლოდ დაჰკარგვოდა ომში, მეორეს – ორი, მესამეს კი ტყუპი ძმები აღარ დაბრუნებოდნენ ფრონტდან.

სამტრედიაში უარესი ამბავი დაგვხვდა… ზესტაფონში შემოვლითი გზით ვიარეთ, რადგანაც იქაც ზღვა ხალხი გველოდა, არადა თბილისში დროზე უნდა ვყოფილიყავით. გორშიც ვერ ავცდით დიდ სამგლოვიარო დახვედრას. მახსოვს, კაცებს ურმებზე ხუთასლიტრიანი ღვინის კასრები შემოედგათ და ხალხი ამ ჯარისკაცის შესანდობარს სვამდა”, – ამ მოგონებას ფეისბუქში ირაკლი ჟვანია აქვეყნებს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018