სოკოს სუპი უნგრულად

სოკოს სუპი უნგრულადინგრედიენტები:

კარაქი – 4 ს/კ
ხახვი – 2 ცალი
სოკო, დაჭრილი – 450 გ
კამა დაჭრილი – 2 ს/კ
პაპრიკა – 1 ს/კ
სოიოს სოუსი – 1 ს/კ
ქათმის ნახარში – 450 გ
რძე – 250 გ
ფქვილი – 2 ს/კ
მარილი – 1 ს/კ
შავი პილპილი – გემოვნებით
ლიმონის წვენი – 2 ს/კ
დაჭრილი ოხრახუში – 10 გ
არაჟანი – 115 გ

მომზადება

ქვაბში გაადნეთ კარაქი. მოხრაკეთ დაჭრილი ხახვი 5 წუთის განმავლობაში, დააყარეთ დაჭრილი სოკო და გააჩერეთ კიდევ 5 წუთი.

დაუმატეთ კამა, პაპრიკა, სოიოს სოუსი და  ქათმის ნახარში, დაახურეთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ 15 წუთი. აიღეთ თასი, სადაც უნდა აურიოთ ფქვილი და რძე. ჩაასხით ეს მასა სუპში და გააჩერეთ 15 წუთი, თავდახურულ მდგომარეობაში. საბოლოოდ, დაუმატეთ მარილი, ოხრახუში, შავი პილპილი და არაჟანი – ამოურიეთ კარგად და გააჩერეთ 3-5 წუთი დაბალ ცეცხლზე.

გემრიელია.ჯი